ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა რუსეთის ერობათა კავშირის ამიერკავკასიის დაწესებულებების ქართველ მოხელეთა წარმომადგენელმა გიორგი ჟორდანიამ კრებაზე მისი დასწრების აუცილებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა გიორგი თარხნიშვილმა და მათგან საერობო კავშირის ქონების დაპატრონების მიზნით მოითხოვა კონკრეტული ქმედებების განხორციელება. კერძოდ, 1. საერობო კავშირის თბილისის კომიტეტში კამისრის დანიშვნა; 2. ქონების სადარაჯოდ, კავშირის ყველა საწყობში ქართული რაზმის დაყენება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა რუსეთის ერობათა კავშირის 49-ე ლაზარეთის წარმომადგენელმა ვასილ აბდუშელიშვილმა, სადაც იგი ითხოვდა შუამდგომლობას ამიერკავკასიის კომისარიატის წინაშე, ლაზარეთის ლიკვიდაციის შესაჩერებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საჯარო და კერძო სკოლებში საღვთო სჯულის გაუქმების კანონპროექტის შესახებ მოხსენება წაიკითხა ლეო ნათაძემ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სათამაშო ქაღალდზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების შესახებ მოხსენება წაიკითხა ალექსანდრე ასათიანმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის მოწყობის შესახებ მოხსენება წაიკითხა იასონ ლორთქიფანიძემ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა დავით ონიაშვილმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წაიკითხა მოხსენება სახელმწიფო ქაღალდების მბეჭდავი ექსპედიციის ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ნოე ცინცაძემ წაიკითხა მოხსენება სკოლების განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, რაჟდენ არსენიძემ წაიკითხა მოხსენება შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის დასრულების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა გიორგი თარხნიშვილმა თბილისში არსებული საერობო კავშირის განყოფილების წევრების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 მაისს ქართულ ეროვნულ საბჭოს წერილით მიმართა ნიკო ერისთავი-შარვაშიძემ და საკუთარი თავი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ერთა წარმომადგენლად შესთავაზა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილმა ძალისიდან დუშეთში პოლკის უფროსს მისწერა, რომ შეიტყო ხაზინის გაძარცვის ამბავი და რამდენიმე ჯარისკაცით სამხედრო გზის დასათვალიერებლად მიდიოდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ნოვობაიაზეთის პოლკის უფროსის, დიკის სახელზე იოსებ გედევანიშვილის მიერ დაწერილი ყალბი წერილის ტექსტი ტასო ვახვახიშვილმა დაბეჭდა, მისამართი გიორგი მათეს ძე კერესელიძემ ხელით მიაწერა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს არშაკ მეგრაბიანცმა დაწერა წიგნი „ჩემი მოგონებები დიდ სტალინზე“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიტროფანე ლაღიძემ ხელმისაწვდომ ფასში დაუთმო ქუთაისს ელექტროენერგია, რითაც შესაძლებელი გახდა ქუთაისის თეატრის კარგად განათება.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს სერგო ორჯონიკიძემ რუსეთის ცენტრალურ კომიტეტში დასვა საკითხი საქართველოდან ფილიპე მახარაძის გაწვევის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ლენინს საქართველოდან ბუდუ მდივნის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1957

ტიპი: ავტორობა

საშა დარახველიძის მიერ 1957 წელს დაწერილ მოგონებაში Боевая дружина-ს შექმნის ინიციატორად და ხელმძღვანელად სიმონ ტერ-პეტროსიანია მოხსენიებული.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 18 ნოემბერს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შესთავაზა, ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობამდე არ ეჩქარათ სერგო ქავთარაძის საქართველოდან გაწვევა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 18 ნოემბერს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შესთავაზა, ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობამდე არ ეჩქარათ ფილიპე მახარაძის საქართველოდან გაწვევა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ვლადიმერ ლენინს საქართველოდან სერგო ქავთარაძის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 9 ნოემბერს ილიკო წივწივაძემ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩააბარა განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის საქმიანობა. განცხადებას ხელს აწერდნენ ფილიპე მახარაძე, კოტე ცინცაძე, სერგო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, სილიბისტრო თოდრია, ლადო დუმბაძე, თედორე კალანდაძე, მიხეილ ოკუჯავა, ეფრემ ეშბა და ბესარიონ გოგია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იოსებ იმედაშვილმა გამოსცა ვ. გიუნაშვილის მიერ თარგმნილი მაქსიმ გორკის 12 მოთხრობა. გამოცემას ახლდა ვ. გომართელის ვრცელი კრიტიკული ბიოგრაფიული წერილი.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძე გურიის მაზრის უფროს ზაკუსოვს მოძალადედ მოიხსენიებდა.