ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51659

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ერის უფლება და საქართველოს საკითხი“ გაგრძელება (დასაწყ. „სახალხო საქმე“ N73).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის წერილი „ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“-ს შესახებ“, ავტორმა პატარა მოთხრობა, რომელიც მთავრდებოდა ელგუჯას სიკვდილით, ასოთამწყობთა თხოვნით, რომლებიც არ ურიგდებოდნენ მთავარი გმირის სიკვდილს, როგორ გადააკეთა ვრცელ მოთხრობად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაბეჭდილ წერილში „ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“-ს შესახებ“ დავით კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ ელგუჯა ერთხანს აკრძალული იყო, ცენზურამ ჯერ დართო ნება, ცალკე გამოეცათ, მაგრამ როცა დაიბეჭდა, ცენზორმა გამოცემა დააკავა და წაიღო. ყაზბეგმა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გადაინახა და ერთი მალულად სულ თან დაჰქონდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილი წერილი „მსახიობი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნებაში“ დაიბეჭდა ნ. თუმანიშვილის წერილი „ლეონარდო-და-ვინჩი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი „მსახიობი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა აკაკი ჩხენკელის „მიმართვა შანცერისადმი 3 მაისს“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „მემორანდუმი 11 აპრილისა, გადაცემული გენუის კონფერენციისთვის“, რომელსაც ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „ნოტა, რომელიც გადაეცა 3 მაისს გენუის კონ. თავმჯდომარეს ს. ფაქტას“, რომელსაც ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაიბეჭდა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის „მიმართვა სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გამო. მიმართვას ხელს აწერენ ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი და ნოე რამიშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილი „მიმართვის სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“ ავტორები – ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი – მოითხოვენ, ამ ორგანიზაციებმა მოსკოვის მთავრობას მოსთხოვონ საქართველოდან ჯარების გაყვანა; ქართველ ხალხს მისცენ საშუალება, თავისი ბედი განაგოს და სახელმწიფო თავისუფლად მოაწყოს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში, სიტყვით გამოვიდა ასევე ირაკლი წერეთელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში გამოსვლისას დააყენა საკითხი, რა მოხდა საქართველოში – რევოლუცია, აჯანყება-გადატრიალება თუ ომით დაპყრობა – დოკუმენტებით გააშუქა და დაამტკიცა, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს დასაპყრობად.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 ნოემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N13) ბეჭდავს „ჩიკაგო ტრიბუნის“ ინტერვიუს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან, ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი პარტიის ცნობილ ლიდერთან, როგორც აღნიშნავს გაზეთი, რომელიც მეოთხედი საუკუნეა მეთაურობს საზოგადოებრივ მოძრაობას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 29 ოქტობერს მუშათა რევკომიტეტის თავმჯდომარე ბუდუ მდივანმა საზოგადოებრივი აზრის დასამშვიდებლად განაცხადა, რომ არავითარი მუშათა დელეგაცია მასთან არც გამოცხადებულა და არც დაუჭერია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N11) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილი „პასუხი „როსტას“ (ბოლშევიკურ სააგენტოს).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნინო ნიკოლოზის ასული და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი შვილებით, ნათესავებსა და ახლობლებს მეგობრის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ, კონსტანტინე, ანასტასია და ეკატერინე ნიკოლაძეები ოჯახებით, ნათესავებს და ნაცნობებს მათი დეიდაშვილის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის, გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ახლობლებს მისი დეიდაშვილის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას აუწყებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ძმა პლატონი, დები − ელისაბედ, ეფემია და ნინო ხელთუფლიშვილები დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. 8 თებერვალს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართებოდა წირვა, დაკრძალვა − დიდუბის პანთეონში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივნისის „თავისუფალ საქართველოში“ (N2) დაიბეჭდა კარლო ჩხეიძის წერილი „საქართველოში“ (პასუხად ბ. შეიმანს), რომელშიც ავტორი საბჭოთა რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივნისის „თავისუფალ საქართველოში“ (N2) დაბეჭდილ წერილში „საქართველოში“ (პასუხად ბ. შეიმანს) კარლო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ არონ შეინმანმა „ახალ გზაში“ დაბეჭდა განცხადება, რომელსაც მიზნად აქვს ევროპის პროლეტარიატის თვალში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ოკუპაციის გამართლება, რომ ეს ის შეინმანია, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას არწმუნებდა მოსკოვის მშვიდობიან განზრახვაში, მეორე მხრივ, რუსეთის მთავრობას აქეზებდა საქართველოზე თავდასასხმელად.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 ივნისს პარიზში კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს საერთო დეკლარაცია (4 ეგზემპლარად), რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე ალი მანდარ-ბეგ თოფჩიბაშევი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე ა. მ. ჩერნიაევი და საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აკაკი ჩხენკელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის სიტყვა 26 მაისს ქუთაისში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელი კრების 1-ელი ივნისის საგანგებო სხდომაზე.