ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52177

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავჭალის აუდიტორიაში პატარებისთვის ნინო გონიევისა წაიკითხავდა „შალვას თავგადასავალს“, ხოლო ქ. ასათიანისა „თავგანწირულ ხალხს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მაღაზია „ალიონში“ (გამგე ვასილ გადილია) იყიდებოდა ქართულად გამოცემული გერჰარტ ჰაუპტმანის დრამა „ფეიქრები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შესრულებას იუწყებოდნენ მეუღლე ანა მერაბის ასული უზნაძე, შვილები: ლიუბა, ივანე, პავლე, დიმიტრი, ნიკოლოზი და რძლები: ცაცა, ანა და შუშანა შვილებით. 12 დეკემბერს წირვას და პანაშვიდს ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ ივანე პეტრეს ძე წულუკიძის გარდაცვალებას იუწყებიან მშობლები — ოლღა ივანეს ასული და პეტრე გიორგის ძე წულუკიძეები, და ელენე ფაღავა, მისი მეუღლე ალექსანდრე ფაღავა და მათი ვაჟი თეიმურაზი. დაკრძალვა ქალაქ ქუთაისში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილის გარდაცვალებას იუწყებიან ძმები − ზაქარია და დავით ალექსის ძე დავითაშვილები ოჯახებით, ასევე დები − ბარბარე მოზდოკელისა და მაკრინა ტატიშვილისა. გარდაცვლილს დაკრძალავენ სოფელ დგვრისში, ხუთშაბათს, 9 დეკემბერს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ დედა − ნინო ივანეს ასული ფალავანდიშვილი, მეუღლე − თამარ ვასილის ასული ფალავანდიშვილი (თუხარელი) შვილებთან ერთად, და მეუღლის მშობლები − ანა აბრამის ასული თუხარელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ იოსების ძე თუხარელი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის გარდაცვალებას იუწყებოდნენ და − ანასტასია გიორგის ასული, და დისწული − ირაკლი ივანეს ძე ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მამა ზაქარია ალექსის ძე დავითაშვილი, დედა მარიამ ნიკოლოზის ასული დავითაშვილი, ძმები − ლადო, ნიკოლოზი მეუღლით, და ნინა მეუღლესთან − ვლადიმერ ფანცხავასთან ერთად იუწყებიან, რომ 18 ნოემბერს გარდაიცვალა სტუდენტი გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილი. მას 20 ნოემბერს კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული სამძიმრის განცხადების თანახმად, სასტუმრო „ნოესთან“ არსებული რესტორნის ცენტრალური არტელი მწუხარებით იუწყებოდა ნოე გლახას ძე სიხარულიძის 10 წლის შვილის, ავთანდილის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ დამწუხრებული მშობლები, ნოე გლახას ძე და მარიამ ივანეს ასული სიხარულიძეები იუწყებოდნენ მათი შვილის, ავთანდილის ტრაგიკულად დაღუპვას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მღვდელ ანტონ კეკელიას მისწერა, რომ მოთხოვნისამებრ საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან 22 მან. 40 კაპ. ღირებულების წიგნები გაეგზავნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შუამდგომლობით მიმართა მთავრობას, რათა კონსტანტინე ტურიაშვილის მიერ დატოვებული ქონებით სოფელ ასკანაში ბიბლიოთეკა დაარსებულიყო.