ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51601

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძემ თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს დეტალებზე ისაუბრა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 26 სექტემბერს ქართული დრამატულმა დასმა გრიგოლ არწრუნის თეატრში მისივე პოემა „დედა და შვილი“ დადგა. დედის როლს ნატო გაბუნია ასრულებდა, შვილისას – კოტე მესხი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, კერძო სკოლის თხოვნა მერხებით მომარაგების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 იანვარს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დეპეშა, რომ 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარის დეპუტატთა არჩევის წესები განიხილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 დეკემბერს რუსეთის იმპერიის მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველმა ნოლდემ პეტერბურგში მივლინებით ჩასულ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, რომ 24 დეკემბერს დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დასწრებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს მარიის სასახლეში დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად უნდა მისულიყო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების თაობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, დაეკმაყოფილებინათ გუბერნატორის მოთხოვნა ხელთუბნის სკოლასთან დაკავშირებით ქშწ-კგ საზოგადოების მიერ მიღებული დადგენილების რუსულად თარგმნისა და გაგზავნის თაობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თანხის მიღების თაობაზე ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის წერილობით ინფორმაციას გაეცნენ.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 3 თებერვალს გამართულ სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ კრების წევრებს საბანკო საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას, რომელზეც საწევრო გადასახადებისა და ბანკის წევრად მიღების საკითხები განიხილეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის თავად-აზნაურთა ბანკის გამგეობასა და საგარეო ვაჭრობის ბანკთან ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად- ეს ბანკები თბილისის ბანკის გირაოს ფურცლებს 6%-იანი სარგებლით მიიღებდნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 14 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი ესტუმრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე მოსკოვიდან პოლტავაში გაემგზავრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი სათავადაზნაურო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე ოდესაში ჩავიდა და იქიდან ორ დღეში მოსკოვში გაემგზავრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 22 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ რუსეთის შიდა ვაჭრობის ბანკთან მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა და პორტრეტების, გაზეთებისა და წიგნების შესაძენად 250 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და იოსებ ცხვედაძეები სასწავლებელს ეწვივნენ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლევან მჭედლიშვილს ბათუმის სკოლის დახმარებისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზ. „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემის თაობაზე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის კრების საქმიანობაში.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 14 ნოემბერს ნიკოლოზ ლიხაჩოვმა თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ დახმარება გაეწია ლითოგრაფ იაკობ უტვენკოსთვის, რომელსაც თამარ მეფის სურათის დაბეჭდვა სურდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 2 იანვარს ილია ჭავჭავაძეზე ისევ დაწესდა პოლიციის ზედამხედველობა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს რუსმა პოეტმა და მთარგმნელმა ვასილ ლვოვის ძე ველიჩკომ ილია ჭავჭავაძეს თავისი წიგნი „აღმოსავლური მოტივები (ლექსები)“ აჩუქა.