რეგისტრირებული ფაქტები51601
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ შემოსავლის 35% ვაზის ავადმყოფობასთან, მილდიუსთან ბრძოლასა და სასოფლო სამეურნეო გამოფენის მოწყობას მოხმარებოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წლიური ანგარიში და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის საკითხი განიხილეს.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სახლ-კარისა და მოსავლის დასახედად საგურამოში ავიდა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის გაზაფხულზე მსახიობმა ეფროსინე ყიფიანმა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“ წაიკითხა, კორდელიას როლი ისწავლა და სცენაზე მისი თამაშის სურვილი გამოთქვა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის მონაწილეობით სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას დაესწრო, რომელზეც ბანკის წესდების საკითხები განიხილეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკისთვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ დოკუმენტზე ბათუმის სკოლაში მუსლიმური რჯულის სწავლების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე ილია ჭავჭავაძე 25 მანეთით დააჯარიმა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე სერგეი მესხი 100 მანეთით დააჯარიმა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილს დრამატული ნაწარმოებების შერჩევა დაავალეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორგანიზაციის ახალი წევრებისგან მოკრებილი თანხა გაუგზავნა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ორგანიზაციის სასარგებლოდ დანიშნული მეჯლისის თარიღსა და მასზე დასასწრები ბილეთების დაბეჭდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე, გიორგი ჟურული და ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში იაკობ ისარლიშვილმა გააცილა.
1905
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ჟურული მოგონებებში წერს, რომ 1905 წელს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგში კავკასიის ერების დელეგაცია გაგზავნა, რათა მათ რუსეთის მომავალ პარლამენტში საკუთარი დეპუტატის არჩევის უფლება მოეპოვებინათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ ნოვოროსიის სტუდენტების მიერ შემოწირული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ მერვე გამოცემის დაბეჭდვა გადაწყვიტეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 18 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომაზე ქართული თეატრის ახალი დასის შედგენა და წარმოდგენების დაგეგმვა ილია ჭავჭავაძეს დაავალეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 17 მარტს ზაქარია ჭიჭინაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ სერგეი მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ილია ჭავჭავაძეს შეესყიდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ საღამოზე კოტე ყიფიანმა, ნინო ორბელიანმა და ნოდარ ჯორჯაძემ წაიკითხეს ეპიზოდები ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დაბეჭდვის შესახებ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მეჯლისისა და საერთო კრების შესახებ განცხადებების დაბეჭდვის თანხა გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის გაეგზავნათ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის მიერ ბათუმში ჩატარებული კონცერტის ანგარიში განიხილეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბიბლიოთეკის შენობის თანამფლობელისგან მისი წილის ნახევარ ფასად შესყიდვის თაობაზე უარი განაცხადეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 16 თებერვალს ზაქარია მაჭავარიანმა ილია ჭავჭავაძესთან გაცნობის მიზნით რომანოზ ფანცხავა მიიყვანა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცა თავისი გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ 800 და „საქართველოს ისტორიის“ 1000 ეგზემპლარი. გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნახევარი გამომცემლისთვის უნდა მიეცათ, ნახევარი კი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დარჩენოდა.