რეგისტრირებული ფაქტები52138
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მიხეილ ყიფიანს დედანთან შესაბამისობის შესამოწმებლად თარგმნილი სახელმძღვანელოების ხელნაწერები გადასცეს.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის 25 თებერვალს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველომ განიხილა თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობა გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საჭირო საბუთები სრულად არ იყო წარმოდგენილი, უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის მეჯლისის გამართვის თაობაზე განცხადების განსათავსებლად თანხა გაეგზავნათ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს დიმიტრი სოლსკიმ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში მიიწვია, რათა კავკასიის სამეფისნაცვლოში დეპუტატების დანიშვნასთან დაკავშირებით მისი აზრი მოესმინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭვავაძემ პეტერბურგში კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გამართულ სხდომაზე უმაღლესი კომისიის წევრებს მიმართა, რომ კავკასიის ერებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დეპუტატების არჩევის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ახალ შეურაცხყოფას აღარ მოითმენდა და სისხლისღვრა დაიწყებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ჟურულმა სიტყვით გამოსვლისას ქართველი გლეხების გაჭირვებაზე ისაუბრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ჟურულმა რუსეთის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ვიტტეს მიმართა, რომ ხელისუფლება საქართველოში მიწის ნაკვეთებს უსამართლოდ უნაწილებდა რუსეთის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ქართველი გლეხები კი იმ დროს მიწის სიმცირის გამო უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სიტყვით გამოვიდა. მას საუბარი დიმიტრი სოლსკიმ გააწყვეტინა, რადგან ჭავჭავაძის ოპოზიციური ტონი არ მოეწონა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად შექმნილი უმაღლესი კომისიის წევრებს სურდათ, რომ საქართველოს ისეთ ქალაქებში, სადაც რევოლუციის მწვავე კერა იყო, დეპუტატად ქართველი კანდიდატი არ გასულიყო. ამ ფაქტის შესახებ გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 ნოემბერს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა ილია ჭავჭავაძე თბილისში სტუმრად პირადად დაპატიჟა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში წასასვლელად კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მოწმობა მიიღო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გიორგი ჟურულმა პეტერბურგში „ოხრანკას“ მიერ მიგზავნილ აგენტს ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მიაწოდა. აგენტი მას ენციკლოპედიის რედაქტორად გაეცნო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ევგენი ვეიდენბაუმი გიორგი ჟურულთან ერთად კავკასიის ერების ინტერესებს იცავდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა შენობაში დაინიშნა პირველი ქართული სპექტაკლი, უნდა წარმოედგინათ იერემია გულისაშვილის „დრონი მეფობენ".
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის საკითხებზე სერგეი მესხთან, აკაკი წერეთელთან და ნიკო ნიკოლაძესთან დაპირისპირების გამო გაზეთ „დროების“ რედაქცია დატოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ოქტომბერში ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა ილია ჭავჭავაძეს ნინო ანდრონიკაშვილის ვალის დასაფარად 250 მანეთი სთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოვიდნენ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულ სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის საკითხი განიხილეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანწმინდაში სკოლის დაარსება გადაწყვიტეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 18 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა სთხოვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ დავით მელიქიშვილი რუსეთის ინტერესების დამცველი იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომას დავით მელიქიშვილი არაოფიციალურად დაესწრო.
1905
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე, ილია ჭავჭავაძისა და კავკასიის დელეგატების დამსახურებით, ბათუმი „ჩერნომორსკის“ გუბერნიას ჩამოაშორეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს პეტერბურგში გამართულ სხდომაზე კავკასიის სამეფისნაცვლოს საკუთარი დეპუტატების არჩევის უფლება მიეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ჟურული მოგონებებში წერს, რომ 1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გამართულ სხდომაზე სოლსკის კომისიას სურდა, აფხაზეთი, ბათუმი და ყარსის ოლქი ნოვოროსიისკის დეპუტატისთვის დაექვემდებარებინათ.