რეგისტრირებული ფაქტები51507
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს სოფიო დავითის ასული კალანდარიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908-1909 წლების ხელნაწერში წარმოდგენილია სია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრებისა და აღნიშნულია, რომ თითოეულ მათგანს ყოველწლიურად სამ-სამ მანეთი უნდა გადაეხადა: კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი, ანნა ტერ-გრიგოროვისა, მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, ქ. ხახუტაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, სოფრონ ზედგინიძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი, კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, ზ. ბაიბურთელი, ანნა სტეფანეს ასული ფირალიშვილი (ფირალოვისა), ივანე ვასილის ძე ხმალაძე, როზა გრიგოლის ასული ალელიშვილისა, ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი, მთავარდიაკონი გრიგოლაშვილი, ვასილ გამრეკელი, გიორგი ყანჩელი, ვარვარა მელიქოვისა, მარია ხერხეულიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, გიორგი ჩიკოიძე, ალექსანდრე ხერხეულიძე, მიშო ერისთავი და თამარ გიორგის ასული ვაჩნაძისა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წელს ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს კონსტანტინე დავითის ძე ნაცვლიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ფრიდონ გიორგის ძე სიმონოვიჩი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის პირველ თებერვალს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება შემდეგი სექციებით: სასკოლო, სათეატრო, სამეურნეო, სამშენებლო და მგალობელთა გუნდის მომწყობი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ ვასილის ძე ჩოფიკაშვილი, გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე, მატრონე დანიელის ასული ცინცაძე და ნესტორ დიმიტრის ძე ცინცაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე, მიხეილ ათანასეს ძე ქიქოძე და გაბრიელ ქვლივიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ გიორგი ივანეს ძე ამილახვარი და ვიქტორ თადეოზის ძე ანჯაფარიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 29 აგვისტოს ბაქოში არსებული ქართული დრამატული დასი (არსებობდა 1903 წლიდან და სისტემატურად მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს) შეუერთდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თეატრალურ კომისიას.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მიხედვით საზოგადოებას მართავდა საერთო კრება. კრებაზე განიხილებოდა და მტკიცდებოდა წლიური ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ თავმჯდომარეს (სამი წლით), სარევიზიო კომისიას, საზოგადოების გამგეობისა და ნამდვილ წევრებს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 იანვარს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად ივანე პეტრეს ძე ჭავჭავაძე მიიწვიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 98 კაპიკს, ხოლო გასავალი – 5961 მანეთსა და 59 კაპიკს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: მალხაზ ბეჟანის ძე სიმონია, ივანე ვასილის ძე სვანიძე, გაბრიელ ქვლივიძე, ალექსი გიორგის ძე შარტავა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სამსონ ლევანის ძე შარვაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს დეკანოზი პეტრე ყონჩუაშვილი (ყონჩუევი) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 3 ივნისს პლატონ სამსონის ძე ლანდია გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს სოლომონ შოშიაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამკითხველოში 1455 წიგნი ინახებოდა.