რეგისტრირებული ფაქტები51594
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. სხდომის დადგენილებით სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად 13 500 მანეთი, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად 11 000 მანეთი გამოიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის სექტემბრამდე თბილისის გუბერნატორმა გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძემ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, შეესწავლა თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 12 ივლისს კონსტანტინე მამაცაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას მოახსენა, რა რაოდენობის წიგნები და სასკოლო ინვენტარი იყო საჭირო რუისის ახალგახსნილი სკოლისთვის.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ზნაკვის სკოლის გამგეს სთხოვა, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს სთხოვა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლისთვის, იონა მეუნარგიასთვის, კანცელარიის მოსაწყობად თანხა გამოეყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმისმწარმოებელ იონა მეუნარგიას კანცელარიისთვის ცალკე ოთახის დაქირავება დაავალეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბელს თავისი წიგნების საფასური გამოუყეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ილია ჭავჭავაძემ ათასი მანეთი შეიტანა ბანკში ლევან ჯანდიერის კრედიტის დასაფარად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის წიგნების გაგზავნის საკითხი დაამტკიცეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ოქტომბრის ბოლოს თელავში გაიმართა თავადაზნაურობის კრება ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად, რომელზეც ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი წინადადებით გამოვიდა, ამხანაგობის წესდების შესადგენად ილია ჭავჭავაძისთვის მიემართათ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 20 ივნისს იურისტმა დავით ავალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს ხელწერილი დაუდო, რომ მასთან ერთად ხელმოწერილ ვექსილს ათასი მანეთის სესხად აღების შესახებ მასვე მიჰყიდდა ან გასანადგურებლად გადასცემდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 1-ელ ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობამ ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაახდევინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ლავრენტი ბროსეს მიერ საზოგადოებისათვის მამის ნაწერებისა და ბროშურების შეწირვის საკითხზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქციის საშუალებით თანხა გაუგზავნა თედო ჟორდანიას წიგნის „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“ ორი ტომის შესაძენად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნა ძველი ხელნაწერების შინ წაღების ნებართვის თაობაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ივანე კერესელიძის დაკრძალვას დაესწრო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით მიცვალებულის ცხედარი გვირგვინებით შეამკო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა დასასრული ილია ჭავჭავაძის წერილისა „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ლუკა კერესელიძემ სკოლის ანგარიში გაუგზავნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მეოთხე ტომი გასაყიდად გამოვიდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილი სახელმწიფო წყობილების სწორად ჩამოყალიბებას ეხებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილი საქართველოში მცხოვრებთა ძირითად უფლებებს ეხებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში უნდა დამკვიდრებულიყო რწმენის, სიტყვისა და მუშათა გაფიცვის თავისუფლება, ასევე უნდა გაუქმებულიყო ცენზურა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ და პრეზიდიუმის განმარტება ამ მოხსენების გამო. სხდომამ განხილული საკითხი ცნობად მიიღო.