ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49225

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ოქრომჭედლიშვილს კიდევ ერთხელ მისწერეს მადლობა შენობის შეწირვისთვის და შეატყობინეს, რომ ვალის გამო შენობის გადაფორმება წამგებიანი იყო, ამიტომ უარის თქმა მოუწიათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბათუმიდან მიიღეს ფილიმონ ქორიძის მიერ გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის სკოლის ინსპექტორს შეატყობინეს, რომ ახალი მასწავლებელი მხოლოდ საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარების შემდეგ უნდა აეყვანა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის მოთხოვნა, სკოლებისთვის შესაწირი წიგნები მისთვის გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის პირველ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, ილია წინამძღვრიშვილისთვის გაეგზავნათ შესაბამისი თანხა, საჭირო ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის სკოლების დირექტორისთვის გაეგზავნათ სამეგრელოში გადატანილი სკოლის სასწავლო გეგმა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი ერთ წიგნად გამოვიდა, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „გურამიანიდან“ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და არტურ ლაისტის წერილის „ქართული ლიტერატურა“ თარგმანი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძის თხოვნა სამოგზაუროდ წასვლასთან დაკავშირებით მისთვის შვებულების მიცემის თაობაზე დააკმაყოფილეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გორის საოსტატო სემინარიადამთავრებული სტიპენდიატებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრების მიმოხილვის დასასრული. კრებას ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე არტურ ლაისტთან ერთად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამოცდებს დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების საგანგებო კრებაში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 2 ივნისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ბანქოს სათამაშო სახლებში საზოგადოებისთვის შეწირულობის ჩასაყრელი ყუთების დადგმის შესახებ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავთისხევის სკოლის ასაშენებლად თანხა გამოყვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 6 აპრილს ილია ჭავჭავაძე კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა ლიტერატურულ საღამოს დაესწრო. საღამოზე ილიას „ელეგია“ წაიკითხეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იონა მეუნარგიას წინადადება, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისთვის მიემართათ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამოვიდა წინადადებით, სკრის მამული თავადაზნაურობას შეეძინა სამეურნეო სკოლის გასახსნელად.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თიანეთის, ბათუმის, სენაკის, კავკავის, წინარეხისა და ხელთუბნის სკოლებში გასაგზავნად რევიზორები დანიშნეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების გაჭირვებული მოსახლეობისთვის 6000 მანეთი გამოყვეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს თხოვნა ხევსურეთსა და გრემისხევში წიგნების გაგზავნის თაობაზე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე განაცხადა, რომ ბანკს ჯერ ვალი უნდა გაესტუმრებინა და შემდეგ გაეცა ფული სხვადასხვა ხარჯისათვის.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ვაზის დაავადებათა წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და პეტერბურგში ბანკის საკითხებთან დაკავშირებული მივლინებების შესახებ სიტყვით გამოვიდა.