ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს იან ამოს კომენსკის, იოჰან პესტალოცისა და სხვათა პედაგოგიური წიგნების მიწოდება სთხოვა. მას კირილე იანოვსკისთვის საპასუხო წერილის მომზადება სურდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავს ახალგორში ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ „ივერიის“ თანამშრომლები: ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეები, დავით მიქელაძე, ლევან ჯანდიერი და სხვ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ილიას ტექსტებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში კირილე იანოვსკი ილია ჭავჭავაძეს ესტუმრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსული ენის სწავლების პირველი კლასიდან დაწყების პროექტი არ ამოქმედდებოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის იანვარში დავით ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მამამისის, გიორგი ერისთავისთვის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელისაბედ ბრონიცკაია-ვორონცოვას 1850 წელს მიწერილი ბარათი გადასცა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ჩარკვიანმა საზოგადოებას 50 ცალი „კაცია-ადამიანი?!“ შესწირა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 12 მარტს ილია ჭავჭავაძე ბათუმის სკოლის გახსნას დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძე წარმოდგენას „ჟოზეფ, პარიზელი კინტო“ დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 თებერვალს ილია ჭავჭავაძე „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მესამე სხდომას დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ბ-ნი იანოვსკის წერილის გამო“ კირილე იანოვსკის მოეწონა და ილიას გაცნობა გადაწყვიტა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ საზოგადოების სტიპენდიატების მოთხოვნა სტიპენდიის გაზრდის შესახებ არ დააკმაყოფილა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში ილია ჭავჭავაძე ბათუმში, ნურიბეგ ხიმშიაშვილის ოჯახში, აჭარელ საზოგადო მოღვაწეებს – ჰუსეინ აბაშიძეს, ჰუსეინ ბეჟანიძესა და ლევან გაბუნიას – შეხვდა და სკოლის საკითხებზე ესაუბრა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს შეედგინათ სია იმ წიგნებისა, რომლებიც პეტერბურგში უნდა შეესყიდათ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 28 თებერვალს ივანე გიორგის ძე ბარათაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სათავადაზნაურო ბანკიდან 1500 მანეთის სესხად მიცემა სთხოვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 3 იანვრის შემდეგ ქართლში მოგზაურობისას მაკინე ამირეჯიბის სიმღერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ მას საჩუქრად გაუგზავნა თავისი ნაწერების ოთხტომეული წარწერით „რაც სიტყვას აკლდეს, ბუნებით, თქვენმა ხმამ შეასრულოსო“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, წიგნები, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ, უნდა გადაეწერათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვახტანგ თულაშვილს ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენა დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობა „ხატაურის“ დაბეჭდვის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 მარტს ილია ჭავჭავაძემ და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, დიმიტრი ყიფიანს მიმართეს, საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად პეტერბურგის წიგნის მაღაზიებს მოლაპარაკებოდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებას.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 13 ივნისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.