რეგისტრირებული ფაქტები46417
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძეს თბილისის ინგლისურ კლუბში კანდიდატების კენჭისყრაზე დასასწრებად მოწვევა გაუგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თელავში განსვენებულ რაფიელ ერისთავის ოჯახს მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ აცნობა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართული გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის კრებას, რომლის მიზანია იყო რევოლუციურ მოძრაობაში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩაბმისა და ამის გამო მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილება.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მიხეილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი გამოიცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძე ნაძალადევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო და მის ფონდში ოქროს თუმანი შეიტანა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მიხეილ ვეზირიშვილმა ილია ჭავჭავაძის მიმართ უნდობლობა გამოხატა და მოითხოვა, რომ სხვას წაეკითხა კომიტეტის დადგენილება, რაზეც ილია დათანხმდა, მაგრამ უთხრა, რომ ამ შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებინებდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის მარტის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძე მიხეილ გედევანიშვილსა და ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძესთან ერთად სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პეტერბურგში მატარებლით გაემგზავრა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 აპრილის შემდეგ ილია ჭავჭავაძე შეხვდა პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლ ვასილ გუდოვიჩსა და მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველ ემანუილ ნოლდეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე არ ესწრებოდა, 40 ხმით ერთის წინააღმდეგ ილია თბილისის გუბერნიიდან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად აირჩიეს. ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა ღიად თქვა უარი მისთვის ხმის მიცემაზე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 მარტს სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად ილია ჭავჭავაძის წარდგენის საქმე განიხილეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კომისიის მუშაობაში, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სახელმწიფო საბჭოში ამომრჩეველთა კანდიდატების დასახელება. კანდიდატებად ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი აირჩიეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ოფიციალურად აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების დადგენილება, რომლის თანახმად, მას მიეცემოდა პეტერბურგში გასამგზავრებელი ბილეთის საფასური და 14 დღის საცხოვრებელი თანხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძემ და მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა ალექსანდრე ყიფშიძეს შეატყობინეს, რომ საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს და საწევროს გადახდა სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ „ივერიის“ გამომცემელთა ამხანაგობის სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძეს შესთავაზა, 3000 მანეთის სანაცვლოდ „ივერიის“ გამოცემის უფლება და რედაქტორობა მისთვის გადაეცა. სარაჯიშვილმა თანხის მთლიანად გადახდისთვის 6 თვე მოითხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძეს ბათუმიდან ივანე მესხი და მიხეილ ბეთანელი ესტუმრნენ. მათ სურდათ, რომ ილია ბათუმის მერობის კანდიდატთა შერჩევაში დახმარებოდა, ილიამ სტუმრებს ბათუმის მერად ივანე ანდრონიკაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ბათუმის სკოლისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს პირველ სესიაში მონაწილეობის მისაღებად.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს სხდომას, რომელზეც კავკასიაში ერობის შემოღების საკითხი განიხილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიწვიეს.