რეგისტრირებული ფაქტები49225
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს სთხოვეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევას დასწრებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნების შერჩევა დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დავით მესხს, რომლითაც შეატყობინა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებოდა ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 10 ოქტომბრიდან ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ქართულ სცენაზე გამოდიოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძე და დავით ერისთავი რუსული დასის მსახიობის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის თამაშის სანახავად ნიკოლოზ ჩერნიშევსკის პიესას „წამხდარი ცხოვრება“ დაესწრნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის შემოდგომაზე სპექტაკლის „წამხდარი ცხოვრება“ ნახვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი გაიცნო და შეიტყო, რომ მას ქართული ენის სწავლა და ქართულ დასში გადასვლა სურდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძეს შეატყობინა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თანახმა იყო, თავის დაქვემდებარებაში მიეღო მის მიერ დაარსებული ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეძინათ ვასილ პოტოს რუსულენოვანი ხუთტომეული „კავკასიის ომი ცალკეულ ნარკვევებში, ეპიზოდებში, ლეგენდებსა და ბიოგრაფიებში“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა დიდი თონეთის სკოლისთვის გაეწია შუამდგომლობა სახაზინო მამულების გამგებელთან სახელმწიფო ტყიდან საჭირო შეშის გამოტანის ნებართვის მისაღებად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, გამოსაცემი ან სათარგმნი სახელმძღვანელოების პროექტი საგანგებოდ გამოყოფილ კომისიას წარმოედგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში ალექსანდრე ჭყონიამ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში შეატყობინა, რომ საცენზურო კომიტეტიდან პეტერბურგში გადაგზავნეს ილია ჭავჭავაძის თხოვნა გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის თაობაზე და საზოგადოების სახელით სთხოვდა პასუხის გაგებას.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც წარმოდგენების გამართვის, კანცელარიისა და სხვა წვრილმანი ხარჯები დაამტკიცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება საზოგადოებისთვის თანხების მოზიდვის საქმე გიორგი ქართველიშვილისთვის, ალექსანდრე ჩოლოყაშვილისთვისა და ილია ჭავჭავაძესთვის მიენდოთ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე წარმოდგენილი ორი კანდიდატურა არ დაკმაყოფილდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მიიღეს დადგენილება საწევრო გადასახადების შეკრების წესში კორექტივების შეტანასთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება გაზეთ „ივერიაზე“.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ მუშებს უნდა ჰყოლოდათ მათ მიერვე არჩეული ინსპექტორები. ისეთ სამსახურში, სადაც მხოლოდ ქალები მუშაობდნენ, ინსპექტორიც ქალი უნდა ყოფილიყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ შრომის ანაზღაურების სახით დასაქმებული პირებისთვის საქონლის მიცემა უნდა აეკრძალათ. დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ფულადი ანაზღაურება უნდა მიეცათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ქალებს არ უნდა შეესრულებინათ მძიმე ფიზიკური სამუშაო. ფეხმძიმე ქალებისთვის კი ათკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება უნდა მიეცათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების სამუშაო საათების ხანგრძლოვობა 6 საათზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ დამსაქმებლებისთვის 16 წლამდე ახალგაზრდების დასაქმება უნდა აეკრძალათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ღამის საათებში მუშაობა უნდა აეკრძალათ. კანონი არ შეეხებოდა დაწესებულებებს, სადაც ტექნიკური პირობების გამო მუშაობის შეწყვეტა არ შეიძლებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მოისმინეს მოხსენება საზოგადოების დამფუძნებლების, ნამდვილი და საპატიო წევრების რაოდენობის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ უნდა მიეღოთ კანონი ყოველკვირეული 48 საათიანი დასვენების შესახებ. კანონი თანაბრად შეეხებოდა ორივე სქესის დასაქმებულ პირს.