ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49225

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებზე, ასევე გლობუსებზე მოთხოვნის შესწავლა დაევალათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თავად-აზნაურთა საკრებულოს სხდომას, რომლის მიზანი იყო, არ დაეშვათ აჯანყებული გურულების წინააღმდეგ გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმის გაგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველი საზოგადოების თათბირს, რომელზეც რაფიელ ერისთავის ხსოვნის პატივსაცემი ღონისძიებები განიხილეს. სხდომის დადგენილებით, გვირგვინების დამზადების ნაცვლად თანხა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე სათავადაზნაურო სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით გამოვიდა. კრების მონაწილეებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც განიხილეს 1904 წელს ბანკის მფლობელობაში დარჩენილი გასაყიდი მამულების საკითხი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებას დაესწრო და საზოგადოებას დრამატული საზოგადოებისთვის თანხის გამოყოფა შესთავაზა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მოკლევადიანი სესხის საკითხების შესახებ მოხსენებით გამოვიდა. სხდომაზე განვლილი წლის ანგარიში წაიკითხეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებას დაესწრო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძე, ანტონ ფურცელაძე, ვახტანგ თულაშვილი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია იაკობ გოგებაშვილის სახლში გამართულ წვეულებას დაესწრნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 აპრილს ნიკო ლომოურმა ავჭალის სახალხო თეატრში ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ წაიკითხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით მიმართა თბილისის გუბერნატორს, უფლება მიეცათ მარიამ დემურიას ხელმძღვანელობით ნაძალადევში სამკითხველო მოეწყოთ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც დაისვა საკითხი, გადაევადებინათ თუ არა გორის მაზრაში გლეხთა მოძრაობით დაზარალებულებისთვის სარგებლის შეტანის ვადა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძეს თბილისის ინგლისურ კლუბში კანდიდატების კენჭისყრაზე დასასწრებად მოწვევა გაუგზავნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თელავში განსვენებულ რაფიელ ერისთავის ოჯახს მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ აცნობა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართული გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის კრებას, რომლის მიზანია იყო რევოლუციურ მოძრაობაში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩაბმისა და ამის გამო მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი გამოიცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძე ნაძალადევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო და მის ფონდში ოქროს თუმანი შეიტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მიხეილ ვეზირიშვილმა ილია ჭავჭავაძის მიმართ უნდობლობა გამოხატა და მოითხოვა, რომ სხვას წაეკითხა კომიტეტის დადგენილება, რაზეც ილია დათანხმდა, მაგრამ უთხრა, რომ ამ შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებინებდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მარტის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძე მიხეილ გედევანიშვილსა და ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძესთან ერთად სახელმწიფო საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პეტერბურგში მატარებლით გაემგზავრა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 2 აპრილის შემდეგ ილია ჭავჭავაძე შეხვდა პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლ ვასილ გუდოვიჩსა და მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველ ემანუილ ნოლდეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე არ ესწრებოდა, 40 ხმით ერთის წინააღმდეგ ილია თბილისის გუბერნიიდან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად აირჩიეს. ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა ღიად თქვა უარი მისთვის ხმის მიცემაზე.