რეგისტრირებული ფაქტები51536
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოიჯარეებს ხელშეწყობა სჭირდებოდათ, რათა მამულში 9 დესეტინა მიწის ფართობზე გაეშენებინათ ვენახი, 4 დესეტინაზე – ხილის ბაღი, მოეწყოთ სანერგეები და სხვ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ფრეიბერგის სამთო აკადემიის სტუდენტმა სვიმონ ციციშვილმა საქართველოში გამოაგზავნა მინერალოგიურ-გეოლოგიური კოლექცია ქართულ მუზეუმთან ამ დარგის სამეცნიერო განყოფილების დასაარსებლად და სთხოვა გამგეობას გამოესყიდა ვაგზალზე მოსული კოლექციის ნაწილი სულ რაღაც 5-6 მანეთად. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოკლე რამინიშვილის თხოვნა, რომ გაათავისუფლონ მასწავლებლობის მოვალეობისგან ავადმყოფობის გამო და მისცენ შესაფერისი ატესტაცია. გამგეობამ ა. რამინიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა და სასკოლო სექციას დაავალა მოეძებნათ საგურამოს სკოლისთვის ახალი მასწავლებელი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის გამგის თხოვნა, რომ გაეგზავნათ ივანე დადიანის მიერ ამ სკოლისთვის შემოწირული 1500 მანეთის სარგებელი. გამგეობამ მათ 64.13 მანეთი გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის განცხადება ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. უნივერსიტეტის გამგეობა დაეთანხმა წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებას ყველა პირობის დაცვით, რომელიც მომართვაში იყო ნაჩვენები. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 კლასში მოსწავლეები რუსულ ენაზე ლექსებს ზეპირად ამბობდნენ, მოთხრობებს გამართულად ჰყვებოდნენ და ხსნიდნენ მის აზრს. უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა უჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ამ მხრივ კარგი შედეგები ჰქონდათ მოსწავლეებს. გრამატიკულად საკმაოდ ბევრ წინადადებასა და სიტყვას არჩევდნენ, მათემატიკიდან კარგად იცოდნენ ოთხივე მოქმედება და ამოცანების ამოხსნა ქართულ და რუსულ ენაზე ეხერხებოდათ, იცოდნენ სამშობლოს აღწერა და საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს კარგად ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ როგორც სიტყვებს, ასევე ტექსტის აზრს; „ბუნების კარიდან“ მასწავლებლების მიერ პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილი სტატიების შინაარსს ჰყვებოდნენ; გრამატიკულად არჩევდნენ ბევრ წინადადებას; უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა კი უჭირდათ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „დედა ენა“, რომლის პროგრამაც გასულ წელს არ დაუსრულებიათ. ასევე ისწავლეს ცხრა არაკი და ლექსები, სურათის აღწერა, მეტყველების ნაწილები, სამშობლოს აღწერა, მათემატიკიდან – ოთხივე მოქმედება, ზომის ერთეულები, ამოცანები ქართულად და რუსულად, „ბუნების კარიდან“ – 12 ლექსი, საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და რამდენიმე ტექსტი ახალი აღთქმიდან. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეები ქართულად უცნობ ტექსტებს ნელ-ნელა კითხულობდნენ, თხრობა კი – უჭირდათ; რუსულ ენაში მხოლოდ ორი ლექსი იცოდნენ ზეპირად, განვლილი მასალიდან კითხვებს კარგად პასუხობდნენ, კითხვა უჭირდათ, თუმცა კარგად ანგარიშობდნენ; საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს ილუსტრაციის დახმარებით ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენიდან „დედა ენა“ 117-ე გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენა – სახელმძღვანელოს 79-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – შეკრება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა 100-ის ფარგლებში მხოლოდ ათეულებისა; საღვთო სჯულიდან – თორმეტი დღესასწაული და რამდენიმე ტექსტი ძველი აღთქმის დასაწყისიდან. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეები გამართულად ვერ კითხულობდნენ, თუმცა წაკითხულის შინაარსს კარგად გადმოსცემდნენ; საკმაოდ კარგად იცოდნენ რუსული სიტყვები და ფრაზები; ანგარიშობდნენ კარგად და ციფრების წერაც იცოდნენ; ყველაზე მეტად ქართულად კითხვა და ტექსტის შინაარსის გადმოცემა მუსულმან მოსწავლეებს უჭირდათ, ანგარიში კი ძალიან კარგად იცოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეებმა ქართულ ენაში „დედა ენა“ 57-ე გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენიდან – პროგრამის გარკვეული ნაწილი, ლექსების ნაწილიდან – 20 პარაგრაფი; მათემატიკიდან – 20-ის ფარგლებში მოქმედებები და 100-მდე თვლა; საღვთო სჯულიდან – ახალი აღთქმა ნათლისღებამდე. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლაში წინა წელთან შედარებით მოსწავლეების რაოდენობა შემცირებული იყო. პირველ განყოფილებაში 36 მოსწავლე იყო, მე-2 განყოფილებაში – 32, მე-3-ში – 17, მე-4-ში – 10, სულ – 95 მოსწავლე. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო ნოემბერში, მაგრამ მერე შეწყდა და 16 იანვარს განახლდა. ამ დღეს სკოლაში ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა; პედაგოგთა უმრავლესობამ თებერვალსა და მარტში განაგრძო მუშაობა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესი სამი თვით გაუცდათ, ზოგიერთს – ოთხი და ხუთი თვით. ეს მდგომარეობა მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა, სასწავლო პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილის გავლა მოახერხეს. 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისთვის შესაფერისი ადგილი იყო საჭირო. საზოგადოების ქონებას უსაფრთხო გარემო სჭირდებოდა. ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში საქმიანობა შეუძლებელი იყო სივრცის სიმცირის, ხანძრისგან დაუცველობისა და ბევრი სხვა გარემოების გამო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 14 (29) ოქტომბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოებას ყდიანი „ვეფხისტყაოსანი“ ექვს მანეთად უნდა გაეყიდა, ყდის გარეშე – ხუთ მანეთად, „ქილილა და დამანა“ კი – ერთ მანეთად. ასევე წიგნები ყოველწლიურად 5%-ით უნდა გაიაფებულიყო, რადგან ძვირი წიგნები ნაკლებად იყიდებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განკარგულებაში 5 ბიბლიოთეკა იყო: თბილისის პირველი, ახალციხის, უდის, დიდი ჯიხაიშისა და თბილისის მესამე ბიბლიოთეკა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო 6 ოქტომბერს, 13 იანვარს – შეწყდა, 3 მარტს – განახლდა, მაგრამ ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა. მასწავლებლების სიმცირის გამო გასულ წლებთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობაც შემცირდა. პირველ განყოფილებაში 14 მოსწავლე იყო, მეორეში – 43, მე-3-ში – 30, მე-4-ში – 31, სულ – 118 მოსწავლე. 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ძვ. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.