რეგისტრირებული ფაქტები51594
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის ქართული დრამატული საზოგადოების მსახიობებს პირველად უნდა წარმოედგინათ მისი ორი ახალი პიესა: ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ მეგრელთა წარსული ცხოვრების შესახებ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“
1892
ტიპი: ღონისძიება
ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, კონსტანტინე ყიფიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.
1892
ტიპი: ღონისძიება
ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს უნდა მიეღო მონაწილეობა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრება, რომელიც 19 იანვარს დამსწრეთა სიმცირის გამო ვერ ჩატარდა, საზოგადოების წესდების მე-15 პარაგრაფის თანახმად, განმეორებით დაინიშნა 26 იანვარს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი და ვასო აბაშიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც ალექსი-მესხიშვილმა შესანიშნავად იმღერა რუსულად „შეშლილია“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიასა და ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული პიესა „აირია მონასტერი“ უარყოფითად არის შეფასებული გაჭიანურებული მოქმედებისა და გაუმართავი სტილის გამო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების სია პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის ზედამხედველობით უნდა შეედგინათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მგოსნის როლი ალექსიევ-მესხიევს უნდა შეესრულებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიან ვოდევილ „მოტიაში“ მონაწილეობას მიიღებდნენ ავალიშვილისა, ჩერქეზიშვილი, არლანი, მესხიევი, აბაშიძე, გედევანოვი, ცაგარელი, კანდელაკი, შათირიშვილი, გუნია.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მასხარას როლი ვასო აბაშიძეს უნდა შეესრულებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ეფროსინე კლდიაშვილმა თელავის საპატიმროს წიგნსაცავს წიგნები გადასცა საჩუქრად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს თედო სახოკიამ თელავის საპატიმროს წიგნსაცავს საჩუქრად წიგნები გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ლეჩხუმის მაზრიდან მიიწვიეს იასონ დავითის ძე გელოვანი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ზუგდიდის მაზრიდან მიიწვიეს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი-მინგრელსკი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ლეჩხუმის მაზრიდან მიიწვიეს ერმალო გვარჯასპის ძე გელოვანი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე სენაკის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს სალომე ალექსანდრეს ასული მხეიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს ელენე პეტრეს ასული ნაკაშიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან მიიწვიეს დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან მიიწვიეს ანდრია მიხეილის ძე ერისთავი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან დასასწრებად მიიწვიეს სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.