ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1896

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 თებერვალს თბილისის სასამართლო პალატამ გამოიტანა დადგენილება ილია ჭავჭავაძისა და იაგორ გურგენიძის საგურამოში მდებარე მამულების გაყოფის დამტკიცების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს მელქისედეკ პარმენის ძე ლორთქიფანიძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი დასთან ერთად. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე დასთან ერთად. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს მათე ივანეს ძე ნიკოლაძე ქალბატონთან ერთად. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს ანეპოდისტე მაჩაბელი და მისი მეუღლე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო კოტე მესხის რეჟისორობით ქართული დრამატული დასის სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებს: ნატალია დონდაროვას კომედიას „ინჯილერი ან დოხტური“ და აქვსენტი ცაგარლის ფარსს „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ.ფოთიდან დასასწრებად მიიწვიეს სალომე გურიელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქუთაისის მაზრიდან მიიწვიეს კონსტანტინე დავითის ძე წულუკიძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ვლადიმერ ლესევიჩმა თედო სახოკიას ისეთი მეგრული ზღაპრის მოძებნა და მიწოდება სთხოვა, რომელშიც ვხვდებით ე. წ. „დამცირების გმირს“. ლესევიჩს სურდა, მსგავსი ზღაპარი ინგლისელ ფოლკლორისტთა გამოცემაში ინგლისურ ენაზე დაებეჭდათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით პედაგოგებს არსენ სიმონის ძე წითლიძეს, კირილე ლაზარეს ძე წილოსანს და ერმალოზ ლევანის ძე ჯაშს სთხოვდნენ კვირაში თითო საათი გამოეყოთ ლანჩხუთელი ქალებისთვის, რომლებიც განათლების გარეშე იყვნენ დარჩენილები.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ციცინო ნიკოლოზის ასულმა ერისთავისამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს კონდრატე გიგოს ძე ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ბაბილინა ჩხეიძე-წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ლევანის ძე დადიანმა შეიტყო მარტვილის ტაძრის შეკეთების საჭიროების შესახებ და ამ საქმისთვის 700 მანეთი გაიღო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 29 ივნისს მთავარმმართებლის მეუღლემ გადასცა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებლის საბჭოს 30 ათასი მანეთი, რასაც გოლიცინი სწირავს სასწავლებელს საავადმყოფოს დაარსებისათვის.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს თბილისიდან გორში ჩასული მსახიობების მონაწილეობით დადგმულ კომედიაში „ხანუმა“ მონაწილეობდნენ ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა დადიანი. კომედიის შემდეგ კი დებმა თარხნიშვილებმა შეასრულეს სიმღერები და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლისთვის გიორგი ლეონიძის მხატვრული კრებულის „საფირონის“ გამოცემაში მონაწილეობდნენ: კოტე მაყაშვილი, შიო მღვიმელი, ნიკო ლორთქიფანიძე, გერონტი ქიქოძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე ე. ს. მერჟეევსკიმ და არტემ ფირალოვმა გამოთქვეს აზრი ამიერკავკასიაში შინამრწეველობის გასაუმჯობესებლად საფეიქრო სახელოსნოს დაარსების შესახებ. კრების ბოლოს სახელოსნოს თბილისში დაარსება გადაწყდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები, რომელსაც ნიკო დეკანოზოვი ხელმძღვანელობდა. იმ დღეებში სამუშაოებზე მიუტანიათ მასალა, დაუდგამთ ანძები, ბურღვა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და ადგილებში 10 საჟენის სიღრმემდე აღწევდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 1-ელი ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც წყალდიდობისა და ნიაღვრებისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ზ. ი. კლეინის სტატია „ქალაქის ფინანსები“, ინჟინერ კლაპის – „შერეული ტიპის საქალაქო კონცესიები“ და გ. ბენაევის – „სტატისტიკა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 4 იანვარს გამართულ კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს, ვასი აბაშიძეს, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს (ტყვიაველს) და გედევან გედევანოვს.