რეგისტრირებული ფაქტები51939
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის საბჭომ პროფესორ მელიქიშვილის თავმჯდომარეობით შექმნა კომისია ღვინის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად. პროექტმა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა უნდა გაითვალისწინოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ აბრეშუმის პარკის სეზონი დაიწყო. საქმის მოწესრიგება იკისრა მომარაგების სამინისტრომ. პრაქტიკული ხელმძღ. დაავალეს მეაბრეშუმეობის უფრ. სპეციალისტს იოსებ ქუთათელაძეს. მან ქუთაისში დაიქირავა ძვ. მსხვილი ვაჭრების _ პ და მ. გოკიელოვების ფარდული ხონის გზაზე, სადაც ინახავს შეზიდულ პარკს. მას ერობა ყიდულობს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა გაბო მწითურის დახმარებით ქალაქ დუშეთში მოიწვია თემის მცხოვრებთა საერთო მიტინგი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა მიიღო 5 100 მან., სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მიერ მხედრობისთვის შეგროვებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ ივლისს დამფუძნებელი კრების წევრებმა პავლე საყვარელიძემ, სამსონ ფირცხალავამ, გრიგოლ ვეშაპელმა და ტოპჩიამ ბათუმის მოსახლეობას ანტანტის მიერ ბათუმისა და მისი ოლქის მისთვის გადაცემის შესახებ აცნობეს. ამ ცნობას ხალხი ზეიმით შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე ჭოპორტში შეხვდნენ გიორგი ლაფანაშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს გიორგი ლაფანაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე წავიდნენ ბაზალეთში და ლექსო ვერძეულთან დაბინავდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს ლექსო ვარძეულის სახლში გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური, ბუხაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიორგი ლაფანაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა.მისი შედგენა მიენდოთ: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძეს და ტიტე ართმელაძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი იყვნენ ხატობა „გრიგოლობაში“, სადაც ჩაატარეს საჯარო მიტინგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს ჩატარებულ კრებაზე გიორგი ლაფანაშვილსა და მიხა პაპუნაშვილს დაევალათ ბაზალეთის, მუხრანის და ქსნის თემებში მუშაობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს ჩატარებულ კრებაზე ვიქტორ ცინცაძესა და დათიკო ხუბულურს დაევალათ პარტიული მუშაობა ლეხურისა და ჟამურის თემებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი ინახულეს ამიერკავკასიაში დანიშნულმა საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესმა კომისარმა გრაფმა დე მარტელმა, კავკასიაში მყოფმა საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსმა პოლკოვნიკმა კორბეილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინოვმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს სოფ. მუხრანში ადგილობრივი თემის გამგეობის თავმჯდომარის, ა. დონდოლაძის ინიციატივით შემდგარმა სცენისმოყვარეთა გუნდმა წარმოადგინა ყაზბეგის „არსენა“ და გრიშაშვილის „ტიმოთეს ლეღვი“. უადგილობის გამო ცოტა ბილეთი გაიყიდა და მხოლოდ 5000 მან. შეგროვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობაში“ რეალური სკოლის დირექტორი ი. ფონ ბრენერი მის მიერ დაარსებული სკოლის დახურვას იუწყებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო): არსენ ღლონტი, ლადიმე ჯიჯეიშვილი, ესე რუსიეშვილი, დავით ქარცივაძე, იაკობ მჟავანაძე, დიომიდე გირკელიძე, იაკინთე სმედაძე, ისაკი დათუნაიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ.) გაიმართება ლადო მაჭავარიანის საღამო. მონაწილეობენ: გრ. რობაქიძე, დუტუ მეგრელი, ვარ. რუხაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, ხარ. ვარდოშვილი, ივ. ყიფიანი, გრ. ცეცხლაძე, აკ. ბერეკაშვილი, ლ. მაჭავარიანი, თაგუნა, ნ. გოცირიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ თებერვალს დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის საბჭოს ყოველთვიური გაზეთის „ლაშარის“ გამოცემა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ტიციან ტაბიძე, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატი ბეჭდავდა სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით შედგენილ წიგნს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი ეპოქის შესახებ.
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ მიწიშვილმა გამოსცა ქართველი პოეტების წიგნი რუსულად, თარგმანზე მუშაობდნენ: სერგეი რაფალოვიჩი, ოსიპ მანდელშტამი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სერგეი გოროდეცკი და სხვები.
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე მირზოევმა განათლების კომისარიატთან დაარსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადასცა ბინა და ბიბლიოთეკა.
1922
ტიპი: ღონისძიება
სანდრო აბაშელის, გრიგოლ რცხილაძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ინიციატივით რესპუბლიკის მთავარი ხელოვნების კომიტეტის სალიტერატურო რედაქციამ იმუშავა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებულის გამოცემაზე.