ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად მღვდელაძემ, სამსონ დარჯანიამ და რაჟდენ შავდიამ 50-50 კაპიკი შესწირეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად სოფრომ ბაციკაძემ 50 კაპიკი შესწირა, კონსტანტინე ფანაკაძემ — 30 კაპიკი, პავლე ცივცივაძემ კი — 5 მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „სამშობლოსათვის თავდადება“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს დაესწრო. წირვა ჩაატარა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო წირვის შემდეგ მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა იქადაგა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დიმიტრი ყიფიანს ბანკში დასაგირავებელი მიწის ნაკვეთის გეგმასა და განჩინების შედგენასთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28-29 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრანგმა მწერალმა ქალმა კანდიანი კოლონამ პროზაულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ესტუმრა, სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და თავისთან სახლში მიიპატიჟა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და რაფიელ ერისთავს საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად დაგეგმილ სალიტერატურო-სასიმღერო საღამოში მიეღოთ მონაწილეობა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ჯიღაურას მკვიდრმა ძაგანაშვილმა მღვდელ ასათიანს ციმბირის წყლულით სნეული შვილისა და ცოლის ზიარება სთხოვა. მღვდელმა ავადმყოფები აზიარა და შემდეგ სოფელში ავადმყოფობის გავრცელების შესახებ გუბერნატორს შეატყობინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად მიიღეს დადგენილება სალიტერატურო-სასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების – „დანაშაული და სასჯელი“ და „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კოტე შათირიშვილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ მონაწილეობდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ მონაწილეობდნენ: მარიამ მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, გედევან გედევანოვი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დასახელებულ პირთაგან კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს მოწვეულ გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დავით გურამიშვილი, ივანე ჭავჭავაძე, ივანე ჯაბადარი და დავით მელიქიშვილი დაასახელეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ გიორგი ჟურულს მისწერა, რომ პეტერბურგში წასვლის წინააღმდეგი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ მკურნალობის გამო აღებული ოთხთვიანი შვებულების შემდეგ დაუბრუნდა გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ბათუმის ხმოსნების კრება გაიმართა. სხდომის დადგენილებით ბათუმის მოურავი ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქალაქის პრობლემების უმაღლეს მთავრობასთან განსახილველად პეტერბურგში უნდა წასულიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა და ვას. ჯაფარიძემ 1897 წლის ქართული კალენდარი გამოსცეს. კალენდრის გამოყენება კათოლიკებსა და სომხებსაც შეეძლოთ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 14 მარტამდე ალექსანდრე ორბელიანის მიერ საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე უნდა აერჩიათ ორი წევრი, რომლებსაც შემდეგ პეტერბურგში რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე თავიანთი წარმომადგენლების ასარჩევად გაგზავნიდნენ.