რეგისტრირებული ფაქტები51594
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს სთხოვა, რომ ექვთიმე ხელაძესთვის დაერთოთ ნება, წიგნად გამოცემის მიზნით „ივერიის“ სხვადასხვა ნომრებში „ნაკვესებისა“ და „დამაკვირდის“ რუბრიკებში გამოქვეყნებული მასალა ამოებეჭდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეშვიდე ნაწილი საერთო განათლებას ეხებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მეცნიერული მოღვაწეობის 50 წლისთავის საიუბილეოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „ივერიის“ სახელით დეპეშები გაუგზავნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორს, არმენოლოგ ნიკიტა ემინს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მსურველებს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძის მაღაზიაში შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ბორჯომიდან აბასთუმანში გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ბორჯომში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 იანვარს ბაქოში უნდა გამართულიყო ქართული საქველმოქმედო საღამო, რომელსაც მარიამ ღოღობერიძე გაუძღვებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა თამარ ბაგრატიონმა და მარიამ ორბელიანმა დეპეშით მიულოცეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებმა დეპეშით მიულოცეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა ელისაბედ ჭავჭავაძემ დეპეშით მიულოცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა ნიკო ნიკოლაძემ და მიხეილ ჩიკვაიძემ დეპეშით მიულოცეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა პეტრე ტრუბეცკოიმ დეპეშით მიულოცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს მემარჯვენე თავადებმა ქუთაისის გუბერნიის წარმომადგენლებად ვლადიმერ მიქელაძე და ანდრია ერისთავი აირჩიეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 9 მარტს მოწვეულ გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დასახელებულ პირთაგან კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: მარიამ მიქელაძისა, პელაგია კანდელაკისა, ნინა სტურუასი და სხვ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც ვასილ მაჩაბლის ნათესავმა მიხეილ ვეზირიშვილმა გამგეობა და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე გაუყიდველი მამულების გამო მიღებული ზარალისთვის დაადანაშაულა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანე ბუქურაულის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ გამოქვეყნდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 იანვრის გაზეთი „დროება“ წერდა, რომ ლევან ჯანდიერის თაოსნობით თიანეთში სამკითხველო გაიხსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის დიმიტრი ბაქრაძის შენიშვნებით" ბეჭდვა დაიწყეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დასაბეჭდად მიიღო სოფრომ მგალობლიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ოდესის ქართველ სტუდენტთა გადაწყვეტილება, გამოეცათ ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა პუბლიცისტური მემკვიდრეობა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ გუცკოვის ხუთმოქმედებიან ტრაგედიაში „ურიელ აკოსტა“ ალექსი-მესხიშვილმა აკოსტას როლი შეასრულა, გედევანოვმა – ბენაკიბის, კანდელაკმა – დესანტოსისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ ოთხმოქმედებიან მელოდრამაში „დანაშაული და სასჯელი“ ბარბარე ავალიშვილისა კორას როლს ასრულებდა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი – ჟორჟის, ვასო აბაშიძე და გედევან გედევანოვი – უსაქმური ყმაწვილებისას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში განათლების მინისტრი სამინისტროს ვიცე-დირექტორ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძეს განათლების სამინისტროსათვის ყვარლის მამულის (სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა იყო), სასტიპენდიო ფონდების, ქუთაისში გიმნაზიის შენობისა და თბილისის გუბერნიის ღარიბ მოწაფეთა თავადაზნაურთა დამხმარე საზოგადოების ქონების გადაცემის შესახებ ატყობინებს.