ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51565

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, პეტერბურგში საექიმო კურსებზე სწავლას ეკატერინეს დაოჯახებამ შეუშალა ხელი.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ დაოჯახებამ იგი მთელი ოცი წლით მოწყვიტა სწავლას.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ფავრის პანსიონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ იუშკოვს აღუნიშნავს ეკატერინეს მწერლური ნიჭი და მისთვის ურჩევია თვითგანათლება, ცხოვრებაზე დაკვირვება და თანამედროვე ლიტერატურის კითხვა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკომ წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსების მისეული რუსული თარგმანები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 27 ივნისს ილია ჭავჭავაძე ბერლინში პროფესორ ერნსტ ლეიდენთან სამკურნალოდ ჩავიდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად მატარებლით ბათუმში გაემგზავრა, საიდანაც ბერლინში წავიდოდა სამკურნალოდ, შემდეგ კი ვისბადენში წყლებზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ნოე რამიშვილი პეტერბურგში სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციას შეუერთდა და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან ერთად განაგრძო მუშაობა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლიდან ნოე რამიშვილი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა სამშობლოში გააგრძელა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ნოე რამიშვილმა ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის V ყრილობაზე მიიღო მონაწილეობა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის დროს ნოე რამიშვილი კავკასიაში, თბილისში იმყოფებოდა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თბილისში ნოე რამიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს და რუსეთში გადავიდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ნოე რამიშვილს ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხვის გამო საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს (3 მარტს) ნოე რამიშვილი მემარცხენე სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამის რევაზ თარხნიშვილს დიდი გავლენა ჰქონია შვილების აღზრდაზე.

1870

ტიპი: ღონისძიება

ეკატერინე გაბაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1870 წელს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლმა საყმაწვილო ჟურნალში „ჯეჯილი“ გამოსცა თავისი საყმაწვილო მოთხრობების ნაწილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუარსებია საზოგადოება „სხივი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან, ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეებმა საერთო ძალისხმევით გამოსცეს ორი წიგნი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი ელენე ყიფიანთან, ეკატერინე მესხთან, ეკატერინე ღვინიაშვილთან, ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეებთან თანამშრომლობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ჟურნალ „ივერიის“ დამაარსებლები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ნიკოლოზ ქანანოვი, ალექსანდრე სარაჯიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ანასტასია თავისი ოჯახური და ქვეყნის პრობლემების გამო ოთხ თვეში უკან დაბრუნებულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ქალთა ინსტიტუტიდან მას დიდი ვერაფერი ცოდნა ვერ შეუძენია და თვითგანვითარებას მამის, მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით ეწეოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ირკვევა, რომ მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი გლეხთა განთავისუფლების საქმის ერთ-ერთი მოთავე იყო.