რეგისტრირებული ფაქტები51939
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე წასული იყო სომხეთში არა პირადი, არამედ სახელმწიფო საქმეების გამო, სადაც მისი მონაწილეობა, როგორც სომხური ენის მცოდნისა, აუცილებელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივლისს ახალქალაქს (გორის მაზრა) ესტუმრა დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი. 10 საათზე მიტინგის გახსნაზე მან ისაუბრა საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სომხეთში ისე სწრაფად გაემგზავრა, რომ ფაქტობრივად, საშუალება აღარ ჰქონდა პირადად ეთხოვა წასვლის ნებართვა თბილისის გამგეობისთვის და იგი იძულებული გახდა სამინისტროსთვის ეთხოვა გაეფრთხილებინა სახელოსნო-სასწავლებლის გამგე მისი გამგზავრების შესახებ. სამინისტრომ 6 ნოემბერს N3543-ით აცნობა თბილისის სახელოსნო-სასწავლებლის გამგეს მასწავლებელ იუსტინე აბულაძის სომხეთში ორი კვირით გამგზავრების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წევრ-თანამშრომელთა ჯგუფმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. ამ სიაში ჩაეწერნენ დაბა ცხინვალის მაცხოვრებლები: დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ელენე გიორგის ასული მაჩაბლისა, ანა ივანეს ასული მელიქიძისა, ელისაბედ გრიშაევისა, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იოსებ გიორგის ძე გოგინაშვილი, ზაალ იასეს ძე მაჩაბელი და ვასილ მიხეილის ძე მაჩაბელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, რომ კარგად ესმოდა, თუ რამდენად ცუდი ფაქტი იყო იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის სომხეთში გამგზავრება ქალაქის გამგეობის ნებართვის გარეშე, თუმცა იგი საპატიო მიზეზის გამო გაემგზავრა და ამიტომ, სთხოვა აბულაძისთვის მოქალაქეობრივი ვალის აღსრულება დაუდევრობასა და უყურადღებობაში არ ჩაეთვალა და ჯამაგირის დაკავება გაეუქმებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ივლისს გამართულ რკინიგზელთა პროფ. კავშირების კონფერენციის სხდომას დაესწრო მიწვეული გზათა მინისტრი ნ. ხომერიკი, შრომის მინისტრის მოადგ. ა. ბახტაძე და გზის უფროსი კანდელაკი. ხომერიკმა ისაუბრა N17 ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც რკინიგზის ხარჯებს რამდენიმე მილიონი დაემატა, ასევე მუშების ძალიან ცუდ მდგომარეობაზე; გაიმართა კამათი 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს გამართულ დამფუძნებელ კრებაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ბიუჯეტის შესახებ მოხსენება წაიკითხა გრიგოლ გიორგაძემ, ესერების შეკითხვას კი გრიგოლ ცინცაძემ უპასუხა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 მაისს ქუთაისის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა ყრილობამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით თბილისში გაგზავნა დეპეშა, რომლის ადრესატები ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი კიტა აბაშიძე და აკაკი ჩხენკელი იყვნენ. დეპეშას ხელს აწერენ თავმჯდომარე ჩიხლაძე, მდივანი სანიკიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ხუნდაძემ, რომელიც თავად დანიშნა ვაჟთა მეორე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად, უარი განაცხადა და ქართული ენის გაკვეთილების საათები არავის ჰქონდა განაწილებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი ქალთა მე-6 გიმნაზიიდან გადაეყვანათ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, მის ნაცვლად კი დაენიშნათ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე. მთავარგამგე აბრამიშვილს მოელაპარაკა და მან სრული თანხმობა განუცხადა მეორე გიმნაზიაში გადასვლაზე, თუკი ნებას დართავდნენ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გაუგზავნიდა კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის თხოვნას და მის დროებით მოწმობის ასლ N 415-ს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ოქტომბერს კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ადგილს სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მათდამი რწმუნებულ გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ სწერდა. დოკუმენტს ხელს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი აწერდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სასახლის საწყობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარ აკაკი ჩხენკელის ბინაზე გადაიტანეს 42 დასახელების საოჯახო ნივთი. მიღება-ჩაბარებას ადასტურებს დგებუაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი სოფელ ჭილურტში შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს და გააცნეს გლეხობას ბოლშევიკების პროგრამა. ხალხმა პარტიის ლოზუნგის ქვეშ დადო ფიცი, რომ რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლებისათვის არაფერს დაიშურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი სოფელ ძალისში შეხვდა გრიგოლ წიკლაურსა და ფედრო ფხაკაძეს.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა და მიხა პაპუნაშვილმა მიტინგი ჩაატარეს სოფელ ლამისყანაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი იასონ კორინთელს მუხრანში ეწვივნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორის მიწერილობა კონსტანტინე აბულაძის შესახებ ინახებოდა N701 საქმეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გიორგი ლაფანაშვილმა ინახულა თომა ჩუბინიძე მის საცხოვრებელში მთაწმინდის უბანში, თონეთის ქუჩაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს სახელმწიფო თეატრში გაიმართა მოხსენებათა დილა ომში დახოცილთა და დასახიჩრებულთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებების შინაარსი ეხებოდა დენიკინის გამოლაშქრებას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ. სიტყვით გამოვიდნენ: ევგ. გეგეჭკორი, ივ. გომართელი, ალ. ლომთათიძე, აკ. პაპავა, ჰაიკ აზატიანი, პეტროსიანი, ვლასა მგელაძე და აზერბაიჯანის პარლემენტის წევრი ჯამალ ბეკოვი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავას ხელმძღვანელობით სოფელ ნასირში დაარსდა სასწავლებელი, სამკითხველო და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ სურამის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ს. კიკაჩეიშვილი მადლობას უხდის ლუარსაბ მურვანიშვილს, რომელმაც 26 მაისს გამართულ სადღესასწაულო საღამოზე სასწავლებელს შესწირა 1000 მან.