რეგისტრირებული ფაქტები52142
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილი წერილში რედაქციის მიმართ იუწყება, რომ უდროოდ გარდაიცვალა იროდიონ ევდოშვილის უფროსი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. იროდიონის ქვრივს დარჩა სამი ქალიშვილი, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. ქართულმა საზოგადოებამ ოჯახს დახმარება გაუწია: ალექსანდრე პოპიაშვილი − 15 000 მან., ძმები მირიანაშვილები − 7000 მან., ძმები კორაშვილები, ალექსი ძეგველოვი, ალექსანდრე ნადირაშვილი, სერგო სიმონოვი, მიხეილ სესიაშვილი − 5000 მან., მიხეილ ბატიაშვილი, ვანო არუთინოვი, მიშა დონჯაშვილი, ნიკო ახმეტელი, გ. ხელაშვილი, პარმენ გელაშვილი, დიმიტრი და სიმონა მირინაშვილები, ისაკა ალხანიშვილი − 2000 მან., ისიდორე სტურუა, ალექსი ზარიძე, სორწოლიანი, ნიკო ჭრელაშვილი, მ. ბაშარული − 1000 მან., ილია აგლაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, გ. ნიკოლაშვილი, გ. ახრახაძე − 500 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 დეკემბერს ქართულ თეატრში წარმოადგინეს ალე1ქსანდრე სუმბათაშვილის ცნობილი დრამა „ბორკილი", რომელშიც მონაწილეობდა კოტე მესხი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში კონსტანტინე დავითის ძე ნიჟარაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკოლოზ დადიანის მიერ შეწირული ბიბლიოთეკა უნდა ჩაეტანა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მან ეს გადაწყვეტილება ვასილ მაჩაბელს წერილობით გააცნო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ახპეტელიანცის რედაქტორობითა და ზაქარია ჭიჭინაძის წინასიტყვაობით მოთხრობა „ვარშაყიანი“ დაიბეჭდა.
1983
ტიპი: ღონისძიება
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში გაუგზავნა „ვეფხისტყაოსანი“, რაფიელ ერისთავის თხზულებები, „არსენა მარაბდელი“ და გიორგი ლეონიძის ლექსები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი ერევნიდან დაბრუნდა თბილისში, სადაც რკინიგზის კურთხევას დაესწრო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისის ქართული დრამატული დასის დახმარებით შალვა ალექსი-მესხიშვილმა სოფელ კულაშში დადგა ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“. მარინეს როლს გვეტაძე ასრულებდა, ილია ჩიქოვანი კი „გადიას“ როლზე დაამტკიცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისის ქართული დრამატული დასის დახმარებით შალვა ალექსი-მესხიშვილმა სოფელ კულაშში დადგა ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“. სცენის გაუმართაობისა და როლისთვის შეუფერებელი მსახიობების გამო წარმოდგენამ ცუდად ჩაიარა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ასოები თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა მოიწონა და სკოლებში დასარიგებლად გრიგოლ ჩარკვიანისგან შეიძინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, გორში, ივ. ბარამოვის წიგნის მაღაზიაში, ქართული წიგნები იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, რაჭაში ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის, ეფრემ შარაშიძისა და ალექსანდრე გელოვანის დახმარებით არსებობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 დეკემბერს კავკავის სამოქალაქო კლუბში ახლად დაარსებულ ნოქართა საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ კონცერტში მონაწილეობდა ქართული ხორო, რომლის ლოტბარი იყო მელიტონ კუხიანიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე განსახილველ საქმეთა შორის იყო ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელობის ღარიბთა თავშესაფრის აშენების საკითხი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მარტყოფში აკურთხეს საავადმყოფო-თავშესაფარი, რომელიც დაარსებული იყო და ინახებოდა გლეხთა საზოგადოების ხარჯით. კურთხევას დაესწრნენ: თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი, გუბერნიის ექიმი თ. ც. ქიქოძე, მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი და გუბერნიის ექიმის თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში ზაქარია ბერიშვილის რეჟისორობით და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით წარმოადგენდნენ დრამა „მარიამ მაგდალინელს“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ივანიძე, იოსებ ბაქრაძე, ვასილ ბალანჩივაძე და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი კულაშის სკოლის დარბაზში დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. შემოწირულობის სახით მიღებული თანხა ღონისძიების ორგანიზატორ კოლა კანდელაკისთვის უნდა გადაეცათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 თებერვლის სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე გადაწყვიტეს, სამეგრელო-გურიის სათავადაზნაურო სასწავლებლის ასაშენებლად გაღებული თანხა სამსონ ყიფიანისთვის გადაეცათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 თებერვალს დიმიტრი დადიანი სენაკის მზარის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 თებერვალს ალექსი ჭიჭინაძე სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამი წევრი ნიკოლოზ დადიანის მიერ შემოწირული ბიბლიოთეკის წამოსაღებად სამეგრელოში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 დეკემბერს მთავარმართებელმა გოლიცინმა ალექსანდროპოლში დაათვალიერა საერობო დარაჯთა რაზმი, შემდეგ კი გაემგზავრა ერევანში, სადაც დაესწრო ვაგზლის კურთხევას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დატოვების შემდეგ, ნოე რამიშვილი უცხოეთიდან ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ემიგრაციაში ყოფნის დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.