რეგისტრირებული ფაქტები51565
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს, კვირას, ბათუმში ადგილობრივი არასოციალისტური ორგანიზაციების წევრთა საერთო კრება გაიმართა, რომელზეც 23 იანვრის კოფერენციაზე დასასწრებად აირჩიეს დელეგატები: იუსუფ-აღა ვარშალომიძე, ხალილ კახიძე, შაქირ ა. ცეცხლაძე, ვ. მგალობლიშვილი, ა. მუატი, გ. დ. ელიავა და ირაკლი ამირაჯიბი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მაისის „დროების“ ცნობით, დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გარკვეული თანხა შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა ახალციხის მაზრის აწყურის საზოგადოების წევრის, სოფ. დვირის მღვდლის, ილია შუბლაძის, სასწავლებლის წიგნებითა და რვეულებით დახმარების საკითხი და გადაწყვიტა, შუბლაძისათვის 30 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" და 100 ცალი ქართული საწერი რვეული გაეგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა ახლად გაკეთებული დაბახანის ხიდი, რომლის კურთხევას დაესწრო თავადი გოლიცინი მეუღლესთან ერთად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას წინამძღოლად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ მეშვეობით დავით წულუკიძემ 29 ივნისისთვის დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების წევრებს კრებაზე დასწრება სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის წერილი ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 მაისს ქუთაისის საგუბერნიო კრებაზე ალმასხან ნიჟარაძემ დიმიტრი ყიფიანის შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში გაზეთმა „დროებამ“ მიიღო ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო საღმთო სჯულის სასწავლებლად, შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია“, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის სტეფანე შიუკოვმა მისივე სახლში დააპატიმრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ პეტრე მელიქიშვილისთვის შესამოწმებლად კახური ღვინოები გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების საარჩევნო ცენტრალური კომისიის სხვა წევრები მიიწვია პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც 4 მარტს 12 საართზე იყო ჩანიშნული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ანა (ოლღა) ილიას ასული სოლოღაშვილი დამფუძნებელი კრების 109-ე კანდიდატად აირჩიეს.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ მას არანაირი ჯილდო არ მიუღია მთავრობისგან.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ძმასთან, გიორგისთან ერთად შილდაში ჩამოსულს ერთი თვე მოუწია სოფლის ციხე-გალავანში დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად შეხიზვნა სოფელზე ლეკების მოსალოდნელი თავდასხმის გამო.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმა გიორგი, ვისთან ერთადაც იგი ბავშვობაში სოფელ შილდაში იმყოფებოდა, სოფლის სკოლაში (სადაც მასწავლებლად მსახურობდა) მცირე ჯამაგირისა თუ ცოლის შერთვის სურვილით სხვა სამსახურს ეძებდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის ძმას, გიორგის ცოლად შეურთავს დეკანოზ ხუციშვილის ქალიშვილი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს სოფელ კახში გიორგი ჯანაშვილის ოჯახში დაიბადა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას 6 წლიდან უხდებოდა ხბორების მწყემსვა და ტყიდან შეშის მოტანა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი 6 წლიდან ეხმარებოდა დედ-მამას სოფლის საქმეში.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო მღვიმელი იხსენებს, გორის მაზრაში გატარებული ბავშვობის მერე კახეთში პირველად ჩასულს, რამდენად დიდი მოჩვენებია ალაზნის ხიდი ბრეთსა და ვარიანში პატარა რუებზე გადებული ბოგირების შემდეგ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ გამოსცეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.