ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51565

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს სოფელ არადეთში გიორგი არადელ-იშხნელს წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ დედა ნინო, ცოლი ალექსანდრა, შვილები − ირაკლი და გიორგი, ძმები − მიხეილ, ზაქარია და კონსტანტინე, დები − თამარ და ანა, რძლები − ირაიდა, ნინო, მერი და სიძე − სიმონ ყაუხჩიშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 ივლისს ჭიათურაში ადგილობრივი დრამატული საზოგადოების სცენისმოყვარეებმა სოფრომ ტარუაშვილის, ივანე მგელაძისა და სხვათა მონაწილეობით პიესა „ებრაელები“ წარმოადგინეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ ქალაქის მოურავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, საბჭოს ზოგიერთი ხმოსანი, ივანე ჩერქეზიშვილი და ევგრაფ ხოსროევი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, ა. ბ. ევანგულოვი, ნ. ა. სახაროვი, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა, მას ახლდა საექიმო ნაწილის ინსპექტორი ი. ი. მალინინი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ზაფხულში კულაშში ადგილობრივი სამკითხველოს სასარგებლოდ მ. ვ. ძიძიგურის რეჟისორობით აკაკი წერეთლის ისტორიული დრამა „პატარა კახი“ წარმოადგინეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა, მას თან ახლდა კანცელარიის ვიცე-დირექტორი ვ. ო. ტროფიმოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე ქალანთარმა თბილისის სათესლე ხორბლის ბიუროს დასაარსებლად 200 მანეთი შესწირა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 10 ივლისს ლაგოდეხში, სომეხთა სამრევლო სკოლაში, იოსებ გრიშაშვილისა და ალექსანდრე შანშიაშვილის ორგანიზებით დადგეს „არსენა“ და „გეურქ-აღა და შანტაჟისტები“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ე. პ. სოფრონოვი, მ. მ. თუმანიშვილი, კ. მ. თუმანიშვილი, გიორგი მიხეილის თუმანიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის შესახებ. ახსნა-განმარტებითი სიტყვით გამოვიდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მისი თქმით, ჯარის ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც მთავრობის წინაშე გაიტანეს და პარლამენტარებმა დაამტკიცეს, მკაფიოდ პასუხობდა კითხვებს, იყო თუ არა რეგულარული ჯარის შექმნის აუცილებლობა და როგორი იყო რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა წარადგინა კაბები და თავშლები.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ბეგლარ ახოსპირელი, იოსებ მჭედლიშვილი, მელქო აჯიმამუდოვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს ქარელში ადგილობრივ სცენისმოყვარეთა – ნატალია გაბუნია-ცაგარლისა და ნიკოლოზ გოცირიძის – მონაწილეობით „ხანუმა“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თურქესტანიშვილმა თბილისის სამოსამართლო პალატისთვის წარდგენილ საჩივარში განაცხადა, რომ ი. ზ. ბარათაშვილის საქმე სასამართლო დაწესებულებას არ ექვემდებარებოდა. ბარათაშვილს საჩივარი ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო კანცელარიისთვის უნდა წარედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თბილისის სამოსამართლო პალატაში ი. ზ. ბარათაშვილის სარჩელი დააკმაყოფილეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ივლისს ლუარსაბ მაღალაშვილის წინამძღოლობით რამდენიმე პირი ივანე მუხრან-ბატონთან გაემგზავრა, რათა ეთხოვათ, რომ სახელმწიფო—საადგილმამულო ბანკის მოქმედება ქართლ-კახეთზეც გავრცელებულიყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე ი. დეისაძესა და ილია მარდალეიშვილს გატანილი ჰქონდათ ევროპული და ქართული სტილის ფეხსაცმელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს ბათუმში კავკასიის სამოქალაქო საექიმო ნაწილის გამგე ფენომენოვი ახლდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 ივლისს ხონში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ ნატალია ჯავახიშვილის, თამარა გოგოლაშვილის, ვალერიან შალიკაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს გამართულ ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ა. ი. ფლორენსკი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ი. მ. დოლუხოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა და გრიგოლ ტერ-პეტროსიანმა კაბები და თავშლები წარადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ნატო ჯავახიშვილი და თამარა გოგოლაშვილი ხონის დასის მიწვეული წევრები იყვნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გამართულ მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველ სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.