ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48943

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა რევაზ ვაჩნაძის მამული, რომელიც მდებარეობდა სიღნაღში, სოფელ კარდანახში. რევაზს წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (9000 მანეთი).

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზია მდებარობდა ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგიას სტამბაში იბეჭდებოდა.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წელს დაარსდა სტამბა, რომლის მფლობელი ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგია იყო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განცხადებების აგენტ მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონიას არშაკუნოვის ქუჩაზე, სასამართლოს ბოლოში, ჰქონდა ბინა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილს ჰქონდა ბინა ოლღას ქ. N 3-ში.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ კონსტანტინე ტყეშელაშვილს ჰქონდა საკუთარი საექიმო კაბინეტი მიხეილის საავადმყოფოსთან, პლეხანოვის პრ.N5-ისა და ბელგიის ქ. N1-ის კუთხეში.

1900

ტიპი: მფლობელობა

1900 წელს ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა პ. მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი ფლობდა საქალებო სკოლას.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა ლორის მელიქოვის ქუჩიდან გადავიდა საპერნის ქუჩაზე, მთავარმმართებლის თანაშემწის სახლის გვერდზე ალექსანდროვის ბაღთან, საკუთარ სახლში, N 4-ში. სტამბა ბეჭდავდა ყველანაირი ტიპის საქმეებს სხვადასხვა ენაზე ზომიერ ფასად. შეკვეთილი საქმე ხარისხიანად და დროულად ბარდებოდა დამკვეთს.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილს კერძო კლინიკა ჰქონდა კუკიაზე, ნიკოლოზის ქუჩა №21-ში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს არსენ მამულაიშვილს ოლგას ქუჩა №13-ში კერძო სკოლა-პანსიონი ჰქონდა. 

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტომატოლოგ ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძეს კაბინეტი ჰქონდა ნიკოლოზის ქუჩის №21-ში, საგინოვის სახლში.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ასლან ავალიანის აზიურ მაღაზიაში იყიდებოდა იმერული, მეგრული, ლეკური შალები, თივთიკები, ქამარ-ხანჯალი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ა. ტერ-აკოფოვის სკოლა-პანსიონი განოვის ქუჩის №11-ში მდებარეობდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილს ხაშურში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს თომა აბრამის ძე მთავრიშვილს ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბ ივლიანეს ძე კორძაიას სამტრედიაში ფართლეულის მაღაზია „აბაროტი“ ჰქონდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძესა და გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძეს ჩოხატაურში წიგნის მაღაზია ჰქონდათ.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისში ფუნქციონირებდა სასწავლებელი და საყმაწვილო ბაღი, რომელიც იოსებ ოცხელს ეკუთვნოდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს თავად-აზნაურთა ქარვასლაში მოწყობილი ბანკის საზაფხულო ბაღი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა. ბაღში შუადღიდან უკრავდა სამხედრო მუსიკა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში ფლობდა ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად 100 მანეთად ქირაობდნენ პირუტყვის დასაკლავად.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.