რეგისტრირებული ფაქტები48853
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 5 იანვარს აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის წერილს არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფედერიკო ალვარეს დე ტოლედოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20 იანვარს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს 25 იანვრის სადილზე მიწვევასთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრებიან მისი უდიდებულესობა ავღანეთის მეფე და დედოფალი. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 23 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადილზე მიწვევასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 6 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 24 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის წერილს ჩილეს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არტურო ალემპარტეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან ჩილეს მინისტრსა და მის მეუღლეს 18 სექტემბერს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის კანადის მინისტრსა და მის მეუღლეს 2 ოქტომბერს მაკენზი კინგის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მიწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს კანადის ელჩ ფილიპე როის მეფე ჯორჯ მეხუთის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელების გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს ავღანეთის ელჩს ჰაბიბულა ტარზის ავღანეთის მეფის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელის გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს უნგრეთის ელჩს ფრედერიკ ვილანს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს დომინიკანის რესპუბლიკის ელჩ ლ. ვასკესს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს საპრეზიდენტო სასტუმროში სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 27 თებერვალს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის თარიღით, სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ალექსანდრე ბოგოიავლენსკისთვის, სიდედრის დასაკრძალად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ფულადი დახმარება გამოეწერათ.
ტიპი: ღონისძიება
ანდრია ბოროზნინი, თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მუსიკის მასწავლებელი, ოპერაციისთვის ფულად დახმარებას ითხოვდა. განათლების სამინისტრომ იმავე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მისთვის სამკურნალოდ 300 მანეთი მიეცათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს შეკითხვა ალექსანდრე ხახანაშვილის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ, რომელიც გამგეობამ ცნობად მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 მაისს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ უგზავნიდა სამტრედიის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნას და ითვალისწინებდა, რომ იგი 1908 წლიდან მუშაობდა სასწავლებელში, სადაც ყოველთვის ავლენდა თავის ცოდნასა და მომზადებას. ხელს აწერს სასწავლო განყოფილების გამგის ნაცვალი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 3 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გ. ბურჭულაძემ საზოგადოების თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ მიიღო წერილი თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორისგან. წერილის თანახმად, ის ვერ დაამტკიცებდა ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს ქ. თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სანამ არ წარადგენდა კეთილსაიმედოობის მოწმობას. მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას სთხოვდა დირექტორის მოთხოვნის შესრულებას.
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ აბულაძე წერს, რომ კომიტეტმა შეიწყნარა შუამდგომლობა და სათანადო მიწერილობით, რომელიც თხოვნასთან ერთად არის წარმოდგენილი, აუწყეს დამტკიცება, მაგრამ მთავარი გამგე არ დაკმაყოფილდა და მისგან ეცნო უარი წინადადებით, რომ შეძინა წოდება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო თეატრში უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „პაიაცები და ქორწინება უკრაინაში", 3 დეკემბერს – „მადამ ბატერფლაი“ და „კავალერიის ბანაკი“ (ბალეტი), 4 დეკემბერს – „მოცარტი“ და „სევილიელი დალაქი“, ხოლო 5 დეკემბერს – „ჰუგენოტები“. მონაწილეობას მიიღებდნენ საბანევი, მ. ი. ალეშკო, ბორის ზალიპსკი, პოლიაევი, ვ. ნ. ნიკოლსკი, პ. შულგინა, ე. ა. ვრონსკი, ლ. ისეცკი, მოროზოვა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 13 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტს, გენერალ პაუსს, რომ იგი დაეხმარება საზღვაო და სახმელეთო ჯარების ჯარისკაცების დაკრძალვის მსახურებაზე, რომელიც გაიმართება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 21 თებერვალს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 14 თებერვალს აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის ჩილეს მინისტრს ჩილეს შესახებ ფილმის პრეზენტაციაზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 16 თებერვალს ფოლის ვაგრამ-ის თეატრში. ამცნობს, რომ სიამოვნებით დაესწრება ჩვენებას.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 23 მარტს აკაკი ჩხენკელი უგზავნის სამძიმრის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს მარშალ ფოშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 25 მარტს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 31 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.