ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა ძმამ, მიხეილმა კურორტ ბახმაროს სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ტასო აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში ხარფუხის კლუბის მამასახლისთა საბჭომ ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძის ინიციატივით კლუბის ეზოში საზაფხულო სცენა მოაწყო და კვირაში ერთხელ ქართულ წარმოდგენებს მართავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას 25 000 მანეთი უანდერძა, ქუთაისს საქალაქო თეატრის ასაგებად – 150, 000, კავკავს ღარიბ მოსწავლეთა სწავლის ფულის გასასტუმრებლად – 30, 000, ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას – 25, 000 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ აჭარელთა და ომში დაჭრილთა სასარგებლოდ მღვდელ ი. ხაბაზიშვილის მიერ შეკრებილი 10 მან. 6 კაპ. მიიღო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თ. აფხაზიშვილისა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას 10 000 მანეთი უანდერძა, ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებას – 5 000, რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა სადგურს ადესაში – 5 000, კავკავის ქართულ სკოლას – 10 000, თბილისის მომავალ პოლიტეხნიკუმს ფიზიკური კაბინეტის მოსაწყობად – 50 000, მცხეთის სამთავისის დედათა მონასტერს კი სკოლის საჭიროებისათვის – 5 000 მანეთი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი სიმონ ლორთქიფანიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 ივლისს ცხინვალის საზაფხულო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით გამართულ ილიას საღამოზე წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „დედისერთა“ და ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 ივლისს ხარფუხის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას შარჟი „სამთა კავშირი“ და ნატალია დონდაროვას „გაცრუებული იმედები“. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ტასო აბაშიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ვასილ აბაშიძე, გედევან გედევანოვი, დავით მგალობლიშვილი და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ხონში ბუდუ მდივნისა და ვარლამ შავდიას ინიციატივით წარმოდგენებს ხშირად მართავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან პოლიკარპე ჩხიკვიშვილის, ილია ბახტაძისა და მიშა ქუთათელაძის მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.