ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 თებერვალს ზუბალაშვილის სახალხო სახლში მოხეტიალე მუსიკოს ილიკო ქურხულს უნდა გაემართა ლექცია-დილა. პირველ და მეორე განყოფილებაში მას უნდა წაეკითხა თავისი „მოხეტიალე მუსიკოსის ნაწერებიდან". მესამე განყოფილებაში ვიოლინოზე აპირებდა თავისი რეპერტუარიდან სხვადასხვა მუსიკოსთა ნაწარმოებების შეასრულებას. ფისჰარმონიაზე აკომპანიმენტს გაუწევდა ზაქარია ფალიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს რსფსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბუდუ მდივანი ანგორაში ჩავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს გერმანე კვაჭაძე ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმის თურქებისგან გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის დიმიტრი ჟლობამ საჩუქრად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ეტლი დაიმსახურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში სიმონ მდივანმა ნოე ჟორდანიას აცნობა, რომ თურქეთის 3-მა მინისტრმა მთავრობის სახელით სიტყვიერი თანხმობა განაცხადა საქართველოს მდგომარეობის განმტკიცებამდე ბათუმის ოლქის დაკავებაზე.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწყობას დაუჭირა მხარი და მის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ვლადიმერ ლენინი გეგმავდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების დაპატიმრების შემდეგ ნოე ჟორდანია იძულებული გაეხადათ, მთავრობის სახელით ხელი მოეწერა კაპიტულაციის აქტზე და გამოეცხადებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს გიორგი ბოჭორიშვილი სოფელ ალისუბანში ცხოვრობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს ბაქოში ევტიხ თალაკვაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „უმუშევარნი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით, რომელზეც ფინანსთა მინისტრს დაევალა ეროვნული საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხების ფინანსური უზრუნველყოფა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო სოფიო კირიაკოვას სარჩელის განხილვა ზაქარია ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ვალის, 2400 მანეთის გადაუხდელობას ედავებოდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩევლის გრიგოლ აივაზოვის ვექილის, ივანე მიზანდაროვის სარჩელი ივანე და ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრან-ბატონების წინააღმდეგ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს დეკანოზი იაკინთე გორგაძე, ხოლო გამგეობის წევრებად: კონსტანტინე ჯაფარიძე, ვალერიან ქავთარაძე და გიორგი ვაშაკიძე. კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიაც.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ სექტემბერს სოფელ ვეჯინში სკოლის დასახმარებლად ორი წარმოდგენა დაიდგა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 2 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა 19 წლის სიმონ ანდრონიკაშვილის მიერ 16 წლის ანა აბაშიძის გატაცების საქმე და დაადგინა, ბრალდებულს ჩამორთმეოდა ხარისხი და ქონება და 4 წლით გადასახლებულიყო ციმბირში მადნის სათხრელ სამუშაოებზე, ხოლო მის მამას, დავით ანდრონიკოვს, რომლმაც ხელი შეუწყო ვაჟს, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; იგივე ბრალდებით 2-თვიანი და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ბრალდებულის დას, მარიამ ანდრონიკაშვილსა და ბიძას, გრიგოლ მაყაშვილს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს გორის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა გორის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება. თავისი ნებით წასული სარევიზიო კომისიის წევრების ნაცვლად აირჩიეს ორი წევრი – პარმენ ჯაფარიძე და დიმიტრი დიასამიძე, ხაზინადრად – ექიმი ნიკო გაჩეჩილაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 თებერვის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ საეკლესიო ფრესკების გამოფენა დაიხურებოდა 19 თებერვალს და განზრახული ექვთიმე თაყაიშვილის ლექცია არ ჩატარდებოდა დიდმარხვის პირველი კვირის გამო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და „რუსკაია ვოლიას" თანარედაქტორმა ნიკო ნიკოლაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე „თავისუფალი საქართველო".

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იტალიაში გატარებული ზაფხულის შემდეგ თედო სახოკია პარიზში დაბრუნდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იტალიაში მგზავრობის შემდეგ პარიზში დაბრუნებულ თედო სახოკიას იქ არჩილ ჯორჯაძე დახვდა.