ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკია პარიზიდან მარსელში გაემგზავრა, იქიდან კი გემით − საქართველოში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს პარიზში თედო სახოკიას ორგანიზებით გამოცემული „საქართველოს“ პარალელურად გამოვიდა ფრანგული გაზეთი „La Georgie”.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის რაზმებმა 1905 წლის რევოლუციის მონაწილეები შეიპყრეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმები საქართველოში დათარაშებოდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მიხეილ ესაკია ფოთის პორტში მსახურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში ქართველი მესტამბე სტეფანე მელიქიშვილი ვენაში მოღვაწეობდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გიროგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში გაემგზავრნენ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილმა ვენაში ჩამოასხა ქართული შრიფტი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმში ქალაქისთავის თანამდებობაზე გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრემ სეზონი გახსნა ტრიფონ რამიშვილის „მეზობლებით“. სპექტაკლის რეჟისორი იყო ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მესამე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები. ყუთი დადგეს 18 კაცზე, რომელთაგან უნდა აერჩიათ 6. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი, მიხეილ ეგ. ბლეტკინი, თ. ი. ბაღდანოვი, ვ. გ. ვარლამოვი, იბრაჰიმ ბექ ვექილოვი, ნიკიტა არტემის ძე გრიქუროვი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქართველმა ამომრჩევლებმა ქალაქისთავის თანამდებობაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა წამოაყენეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა არ დაამტკიცა სოხუმის ქალაქისთავის არჩევნების შედეგები და ქართველთა მიერ არჩეულ ალექსანდრე სარაჯიშვილს გამარჯვება წაართვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს გაუქმდა შედეგები სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნებისა, რომელშიც ქართველთა კანდიდატმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა გაიმარჯვ, ამიტომ ქართველებმა განჯის საოლქო სასამართლოს წევრის, ვასილ აბულაძის კანდიდატურა წამოაყენეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ ხელახალ არჩევნებზე ქართველებმა ვასილ აბულაძე აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა სოხუმის ქალაქისთავის თანამდებობაზე ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა უარყო, ხოლო შემდეგ − ხელახალ არჩევნებზე არჩეული ვასილ აბულაძისა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმში მოღვაწეობის პერიოდში თედო სახოკიამ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს სოხუმის ქალაქისთავად ეროვნებით ქართველი შეერჩიათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე მომავალი 1905 წლის რევოლუციის მოწყობის საქმეში ჩაერთო.

1905

ტიპი: ღონისძიება

ვინაიდან თედო სახოკია სოხუმის მცხოვრები იყო და ზღვის სანაპირო და მკვიდრნი მისთვის შინაურნი იყვნენ, მას არ უნდა გაძნელებოდა 1905 წელს გიორგი დეკანოზიშვილის მიერ მასზე დაკისრებული დავალება − დახვედროდა რევოლუციის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსულ იარაღს შავიზღვისპირეთის სხვადსხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის წინა პერიოდში ბათუმში „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ სტამბაში თედო სახოკიას მონაწილეობით არალეგალურ გამოცემათა ბეჭდვა დაიწყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში თედო სახოკია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დავალებით მას რევოლუციიის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღი უნდა მიეღო შავიზღვისპირეთის სხვადასხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რევოლუციის მზადების ამბავი თედო სახოკიამ პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარესა და მეგობარს, მიხეილ ესაკიას გაუზიარა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მიერ საზღვარგარეთ შეძენილმა ორთქლმავალმა „სირიუსმა“ საქართველოს ნაპირებს მიაყენა შვეიცარიაში პარტიის მიერ ნაყიდი თოფები, რომელიც სემდგომში თედო სახოკიას უნდა გაენაწილებინა ხალხისთვის.