ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ობერ-პროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა ავადმყოფობის გამო ყველა საქმეში მონაწილეობაზე უარი თქვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ნინუა თოფის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 დეკემბრის „დროების“ ცნობით, სტეფანე მელიქიშვილის სტამბაში მიხეილ ჯორჯაძის კომედია „ჰაეროსტატი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე იზმიროვი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერს ხმოსანთა ერთმა ჯგუფმა კერძო კრება გამართა ქალაქის მოურავობის კანდიდატის ასარჩევად. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი და ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ბაქოს გზაზე მოკლული დიმიტრი გედევანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანიშვილმა, მიხეილ ალეესანდრეს ძე და დავით ალექსანდრეს ძე გედევანიშვილებმა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 150 მანეთი შესწირეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს დაიწყო სიმონ ქვარიანის სამწერლო მოღვაწეობა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში სიმონ ქვარიანი მსახურობდა თბილისის რკინიგზის სამმართველოში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში, თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში, სიმონ ქვარიანმა დააარსა ფარული წრე, სადაც თბილისის სასწავლებლების უფროსკლასელებს უკითხავდა რეფერატებს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში სიმონ ქვარიანის დაარსებული ფარული წრის შეკრებებს ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილიც ესწრებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პარალელურად სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანმა საფრანგეთში წასვლა განიზრახა უმაღლესი აგრონომიული ცოდნის მისაღებად.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს სიმონ ქვარიანმა პირველმა აღმოაჩინა კავკასიაში ვაზის გამანადგურებელი ფილოქსერა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის აგვისტოში სიმონ ქვარიანი სასწავლებლად გაემგზავრა საფრანგეთში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სიმონ ქვარიანმა ქალაქ მონპელიეში ჩააბარა უმაღლესი აგრონომიული სასწავლებლის გამოცდები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს საფრანგეთში განათლების მიღების შემდეგ სიმონ ქვარიანი სამშობლოში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა შექმნა ამერიკული ვაზებისა და ნამყენთა სანერგე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა საკუთარი ეზო დაუთმო ამერიკული ვაზებისა და ნამყენთა სანერგის გაშენებას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა მონპელიედან გამოიწერა ამერიკულ ვაზთა ლერწები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა ამერიკულ ვაზთა დამყნობა უფასოდ შეასწავლა იმერელ გლეხებსა და საშუალო სკოლების მოსწავლეებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანი ჭიათურაში შავი ქვის მრეწველობაში დასაქმდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანი ერთ-ერთმა მსხვილმა მრეწველმა ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში სამუშაოდ მიიწვია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში მუშაობის დაწყებიდან ხამოკლე პერიოდში სიმონ ქვარიანი გაეცნო მარგანეცის მოპოვების ყველა ნიუანსს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა ჭიათურაში შექმნა წვრილ მრეწველთა ინტერესების დამცველი ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მსხვილ მრეწველთა მხრიდან ძარცვას დაუპირისპირდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სიმონ ქვარიანი უხვად აქვეყნებდა პუბლიცისტური და პოლიტიკური ხასიათის წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდიკაში.