ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48548

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს დაევალა 1921 წლიდან 6 თვის ვადაში მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტის გამოქანდაკება და პრეზიდიუმისთვის ჩაბარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს, რომელსაც უნდა დაემზადებინა მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი, ანაზღაურება 600 000 მანეთამდე გაეზარდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა ფრაქციას ეცნობოს მთავრობის მომავალი გეგმების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა წარდგა მოხსენებით კაბინეტის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. სხდომას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, სამსონ ფირცხალავა, გიორგი ხოჭოლავა, სპირიდონ კედია, შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, ნიკიფორე იმნაიშვილი, გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში აკაკი წერეთლის ლექსის „ხანჯალი“ წაკითხვის შემდეგ შიო მღვიმელს რუსული ენის სწავლის გაგრძელება აღარ უნდოდა.