რეგისტრირებული ფაქტები49156
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, პრეზიდიუმის წარმოდგენილი კანონპროექტი ეროვნული საბჭოს სტენოგრაფიული ანგარიშების შემდგენელთა ჯამაგირის გათანასწორების შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი 1914 წლის 16 დეკემბრის დროებითი კანონის ზოგიერთ არსებულ გადასახადთა გაზრდისა და მოქმედების გაგრძელების შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო რედაქტირებისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკაში საგამოძიებო ნაწილის შეცვლის შესახებ იურიდიულ და საფინანსო კომისიებს გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის დებულების საბოლოო ტექსტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, მუხლობრივად განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ფორმირების შესახებ საბოლოო ტექსტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, მუხლობრივად განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს კანონის საბოლოო ტექსტი სამხედრო სამსახურში დატოვებისა და 1896-1899 წლებში დაბადებული პირების ჯარში გაწვევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი თამბაქოს წესდების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სემინარიიდან გამოგდებული სილიბისტრო ჯიბლაძე სასწავლებლის კიბეზე რექტორ პავლე ჩუდეცკის შეხვდა, სილა გაარტყა და კიბეზე დააგორა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში მხოლოდ მთავრობის განცხადება იყო გადადგომის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდის ხარჯის დამტკიცებისა და ამავე ფონდის აღდგენის შესახებ, გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, დამტკიცდა დღის წესრიგი: 1. შალვა ქარუმიძის შეკითხვა მთავრობისადმი აგიტაციის შესახებ, რომელსაც ზოგიერთი რუსული გაზეთი ახორციელებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ 2. რაფიელ ივანიცკის შეკითხვა მთავრობისადმი ქრისტიანი ინგილოების მდგომარეობის შესახებ. 3. რადიკალ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი უცხო ხალხის მასიური შემოხიზვნის შესახებ. 4. სამანდატო კომისიის მოხსენება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდის ხარჯის დამტკიცებისა და ამავე ფონდის აღდგენის შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ნოემბერს ხაშურის ქალაქის თვითმართველობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკიფორე იმნაიშვილი წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს თელავის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაფიელ ჩიხლაძე წარადგინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. კრებას დაესწრო 30 წევრი და 19 კანდიდატი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ილია ფირცხალაიშვილი წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად შოთა გელოვანი და დავით კერესელიძე წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად დავით დვალი წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ ეროვნულ ყრილობაზე იაზონ ბაქრაძე წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს ქობულეთის უბნის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაჟდენ ნიჟარაძე წარადგინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა საქართველო-ოსმალეთის დაზავებასთან დაკავშირებით ისაუბრა. დელეგაციის ერთი ნაწილი მომხრე იყო დაზავებისა, ხოლო მეორე ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ ეროვნულ კრებაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ნიკიტა თალაკვაძე აირჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სეიმის მხრიდან ადგილობრივი მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრეს.