ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49325

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე თედო კიკვაძემ აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატები მოლაპარაკებების წინააღმდეგი იყვნენ და იარაღით აპირებდნენ მეფისნაცვლის სასახლის აღებას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძე მდივნის თანამდებობაზე მიიწვიეს ახლად დაარსებულ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში „სხივი“.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძის რედაქტორობით გამოსულ გაზეთში „განთიადი“ დროებით თანამშრომლობდნენ ბოლშევიკები და მენშევიკები.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს ავლაბარში საიდუმლო სტამბის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია თავს დაესხა გაზეთის „ელვა“ რედაქციას, სადაც იმყოფებოდნენ გაზეთის გამომცემელი ბოლშევიკები და მენშევიკები. რედაქციაში ამ დროს იმყოფებოდა თევდორე კიკვაძეც.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 15 აპრილს, როცა თბილისში თევდორე კიკვაძის ხელშეწყობით გამოდიოდა გაზეთი „ელვა“, ავლაბარში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო სტამბა.