ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს სასწავლებელთა დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ნებას რთავდა ხსენებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლის თანაშემწე ე. ა. გამრეკლისთვის თვიურ ჯამაგირად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 600 მანეთი დაენიშნა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭიჭინაძე ქუთაისში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. ს. გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ქ. თბილისის გუბერნატორს მოახსენა, რომ საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფების თანახმად, საზოგადოებამ გადაწყვიტა გორის მაზრის დაბა ცხინვალში საზოგადოების ფილიალური განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 30 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათ გარეშე ნოე ცინცაძეს ამერიკულ კომიტეტში საქმის გაძღოლა გაუჭირდებოდა. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტის 7 საათზე ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო ულტიმატუმი თურქეთის ხელისუფლებისაგან, რათა 48 საათის განმავლობაში ეცნობებინათ საბოლოო პოზიცია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 მარტს თურქეთის სახელმწიფოს ულტიმატუმი სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელის დასკვნა გადაგზავნეს ტრაპიზონიდან თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მარტს ტრაპიზონში მყოფმა ამიერკავკასიის დელეგაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბრესტის ხელშეკრულების აღიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ტელეგრამით აცნობა ხელისუფლებას თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ძველი მწერალთა კავშირი ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეს გადახდას გეგმავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიწათმოქმედების სამინისტროს უძრავ ქონებათა გამგის უწყება, რომლის მიხედვითაც, ბინა, რომელიც იმჟამად საზოგადოებას ეჭირა, 15 840 მანეთად იყო შეფასებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძესა და პავლე ინგოროყვას ესთეტიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა ნიკოლოზ ქართველიშვილსა და ლეკვიაშვილს დაავალა მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც თავის მოთხრობებს დასაბეჭდად ამზადებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციამ და თურქეთის მხარემ აღნიშნეს, რომ არსებული მდგომარეობა არის არა მოლაპარაკების შეწყვეტა, არამედ შესვენება კონფერენციის მუშაობაში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიწყო ზაქარია ჭიჭინაძის იუბილესთვის მზადება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 აგვისტოს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელი გედევან წერეთელი განათლების სამინისტროს გიმნაზიის მოსწავლეთა სიას უგზავნის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილის (სურამიდან) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორ ელ. ჭელიშვილს აცნობეს, რომ უფლება ჰქონდა, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის ავადმყოფ ივანოვას დაბრუნებამდე თვიურად მიეცა 628 მან. და 33 კაპ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სოჭიდან მადლობის დეპეშას უგზავნიან სოჭის ოლქის გლეხთა ყრილობის თავმჯდომარე ჯანაშია, ამხანაგები: ვ. ვასილიევი, ზ. პივოვაროვი, ა. ნემჩუკი და კოროლევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ პირველი იანვრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაეშვათ. ის ივანოვას ნაცვლად დროებით ატარებდა გაკვეთილებს. ჭელიშვილმა სამინისტროს დარია ალიხანოვას მოწმობის ასლიც N 221 გუგზავნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

გენერალი აბელ მაყაშვილი ახალქალაქიდან დეპეშით ატყობინებს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს, რომ 1918 წლის 5 დეკემბერს დილის 10 საათზე, მათმა ჯარმა დაიკავა ახალქალაქი, რასაც მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა.