ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50477

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 იანვარს სამხედრო კავშირის კომიტეტმა წერილი მისწერა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ყოფილი სამხედრო მინისტრის, ალექსანდრე თუმანიშვილის გარდაცვალებისა და მისი ოჯახის მატერიალურად დახმარების თაობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, საქართველოს კათალიკოსობის კანდიდატად დასახელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც საეკლესიო საკითხების კარგ მცოდნედ ითვლებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში მოწვეულ დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყრილობაზე პარტიათა შეთახმებით გაიგზავნა ქართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც შალვა ამირეჯიბი, აკაკი ჩხენკელი და სიმონ მდივანი იყვნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 იანვარს გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) პეტერბურგში გაემგზავრა ქართველთა კოლონიის ეკლესიის კურთხევაზე დასასწრებად და ნინოობის წირვის აღსავლენად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ აპრილს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სამხედრო კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხედრო სექციის წევრები ვეღარ ასრულებენ მოვალეობას და თავდაცვის კომისიამ ჟურულის თავმჯდომარეობით სამხედრო სექციის ფუნქციები უნდა იკისროს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 მარტს კავკასიის მინერალური წყლების კომიტეტმა ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იოსებ ხუხუნაიშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო აღმასრულებელმა კომიტეტმა სასურსათო კომისიას ხორბლეულის საქართველოსთვის მიწოდების ორგანიზება დაავალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გურიის გლეხთა მოძრაობის ბელადი ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირიდან ვლადიკავკაზში იყო ჩასული და მალე სამშობლოში დაბრუნდებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში პავლე ინგოროყვამ მოხსენება წაიკითხა თემაზე „რა საზღვრებში უნდა განხორციელდეს პოლიტიკურ-ტერიტორიალური ავტონომია საქართველოსი, მთიულ მაჰმადიანებისა, აზერბეიჯანისა და სომხეთისა".

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გადასახლება მოსთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გასახლება მოსთხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კიკვაძემ პირადად დაარწმუნა გუბერნატორი თავის უდანაშაულობაში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს დაპატიმრებულთათვის, რომელთა შორის ყოფილა თედო კიკვაძეც, 200 ცხენოსანი ყაზახი და 50 სტრაჟნიკი მიუჩენიათ თბილისამდე გზაზე, რადგან მთავრობას რევოლუციონერთა მხრიდან თავდასხმისა ეშინოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1 ივნისს სახალხო სახლში კოტე ფოცხვერაშვილის მეთაურობით და მონაწილეობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნით, გაიმართა დიდი ეთნოგრაფიული საღამო-კონცერტი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კანონი სახალხო მილიციის დაარსების შესახებ. მილიციაში მიღების ასაკად განისაზღვრა 17 წელი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისa და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოკლევადიანი (6-თვიანი) ჯარის მოწვევის შესაძლებლობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ჯარში გაწვევისას უნდა გაუქმებულიყო ყველანაირი შეღავათი, გარდა ავადმყოფობისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ მობილიზაცია აუცილებლად ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით უნდა გამოეცხადებინათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საომარი მდგომარეობის შესახებ დეკრეტზე ეროვნულმა საბჭომ. წინადადება არ იქნა მიღებული საბჭოს მიერ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ამიერკავკასიის სეიმის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ყველა ფრაქციამ დათანხმდა ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ დაადგინა, რომ ჯანმრთელობისა და ტექნიკურ სექციას ექნებოდა უფლება, მათგან თითო წარმომადგენლის გაგზავნისა სათათბირო ხმის უფლებით იმ საკითხების განხილვის დროს, რომელიც ამ სექციებს შეეხებოდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რევაზ გაბაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კალენიკე ქავთარაძე ნოე ჟორდანიას პოზიციის მხარდასაჭერად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა იყო. მანვე დაუჭირა მხარი ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა მას. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს მან სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთლის საქმიანობას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შალვა ქარუმიძე. მან ისაუბრა მთავრობის წარმოდგენილ დეკლარაციაზე, რომელიც არ იყო იმის გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებდა არსებობას თავისუფალი სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესით. მან ასევე ისაუბრა ქვეყნისათვის წითელი გვარდიის უდიდეს მნიშვნელობაზე.