ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52118

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ახალგაზრდა ვანო ღლონტი ბრძოლაში ჩაება იმ დროს, რომელიც გურიაში ცნობილია ტოლმაჩევის ეპოქად. ტოლმაჩევი მუსრს ავლებდა რევოლუციურ ორგანიზაციებს, ასობით მოწინავე გლეხს იჭერდა და ჩრდილო რუსეთის მხარეში ასახლებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის დროს დავით ქარცივაძემ შვებულება აიღო, სარიყამიშიდან საქართველოში გამოემგზავრა და აქტიურად ჩაება რევოლუციური მოძრაობაში.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 22 ივლისს კოტე ანდრონიკაშვილმა დამოუკიდებელი კომიტეტის წევრთა სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დელეგაციამ ინახულა რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე და გააცნო მოსაზრებები სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავრობასთან საერთო ენის გამონახვის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვანო ღლონტი გურიის ერობის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე მიიწვიეს, მას ევალებოდა აგრარული რეფორმის გატარება. თუ გურიაში ეს გაუმწვავებლად მოხერხდა, მისი თავდადების შედეგი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს აგრარული კომისიის წევრები: რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ ცაბაძე, კირილე ნინიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე ჯავრიშვილი, თევდორე ღლონტი, აკაკი პაპავა, მიხეილ მაჩაბელი და დავით ჩიქოვანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ლადო გიორგობიანი ციხიდან გაათავისუფლეს. აჯანყების წინა დღეებში თბილისის ახალგაზრდობა მის ირგვლივ დაირაზმა ბრძოლის მოლოდინში, მაგრამ თბილისში ბრძოლა არ გაიმართა. ლადო ბავშვივით ტიროდა, რომ ვერ შეძლო ბრძოლაში მონაწილეობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს რუსეთის ჯარების შემოსევის შემდეგ ლადო გიორგობიანი მოხალისედ წავიდა ბრძოლის ველზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 მაისის დემონსტრაციაზე ლადო გიორგობიანი გაშლილი დროშით პირველ რიგებში იდგა და იქიდან ნაცემი და დასისხლიანებული წაიყვანეს ჩეკას სარდაფში.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან საქართველოს ყველა კუთხეში დაიწყო ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. სვანეთში ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ ბიძინა პირველი, მოსესტრო დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე და ეგნატე გაბლიანი.

1024

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ბიძინა პირველი შეხვდა დამოუკიდებელი კომიტეტის წევრებს, იასონ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე ანდრონიკაშვილს. გადაწყდა, რომ 1924 წლის აჯანყებას სვანეთსა და ლეჩხუმში ბიძინა პირველი უხელმძღვნელებდა. მას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, აჯანყებაში მთელი საქართველო ყოფილიყო ჩართული და ამბოხება ყველა კუთხეში ერთ დღეს დაწყებულიყო, რაზეც ხელმძღვანელებისგან დასტური მიიღო.

1924

ტიპი: ღონისძიება

ბიძინა პირველმა ეგნატე გაბლიანთან ერთად ცხენით შემოიარა მულახის, მესტიის, ბეჩოს, ლატალის, ცხუმარისა და ეცერის თემები და ხალხს მოუწოდა, 1924 წლის 28 აგვისტოს, შუაღამეს, შეიარაღებულები გამოცხადებულიყვნენ ბალის ქედზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

ვასილ ჩიტაიშვილი პირველად 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დააპატიმრეს 25 დღით. გათავისუფლების დღიდან კვლავ აქტიურად ჩაება ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აპრილს ქართული სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაციების ყრილობაზე გამოიტანეს ცნობილი რეზოლუცია, რომელიც წინააღმდეგი იყო ყოველგვარი ინტერვენციისა და შინაური ბრძოლისა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ყრილობისა და მასზე გამოტანილი რეზოლუციის შესახებ სასამართლოზე ვრცელი ჩვენება მისცეს სეით დევდარიანმა და ვიქტორ თევზაიამ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს ქართულ თეატრში კოტე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა. ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და დასი წარმოადგენდა გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილ ფრანგი დრამატურგის, თეოდორ გერელის სამმოქმედებიან პიესას „ხალხის სიკეთე“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა რკინიგზის სახელოსნოში თედო დოლიძესთან, „სბორნი“ ცეხის კანტორაში – ი. მამაცევთან და „ტოკარნი“ – ცეხში ს. ჩიკვაიძესთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა „ვაგონნი ცეხში“ კ. გოგუასთან, „პარავოზების დეპოში – ნ. იასტეროვთან, საქონლლის სადგურში – გ. ფილიასთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა ენფინჯიანცის ფაბრიკაში ვ. კალანდარიშვილთან, „შრომის“ და ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის სტამბებში ნესტორ ცინცაძესთან და ბ. მიკირტუმოვთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში გიორგი არჯევანიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც იგი იყო კავკასიის ფრონტის არზრუმის ოპერაციის მონაწილე და ერთ-ერთი გმირი. ხელმძღვანელობდა კუპ-დაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან კოტე აფხაზი 39-ე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს კოტე აფხაზი სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის lV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს კოტე აფხაზისაბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის lII ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1913 წლებში კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა კახეთში.