ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ანანია სალუქვაძე მეორედ დაიჭირეს და ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ ფილიპე ლორია და ტრამვაის სხვა თანამშრომლები უდანაშაულოდ ცნო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის დეკემბერში სამსონ ფირცხალავა რუსეთში გადაასახლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის აგვისტოს ფილიპე ლორია ტრამვაიში გაფიცვის მოწყობისთვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წლის 7 თებერვალს დაპატიმრებული ანანია სალუქვაძე ორი თვისა და ოცი დღის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის 29 იანვარს ანანია სალუქვაძე და მისი თანაშემწეები ოსტროგში დაიჭირეს. ომის მოახლოების გამო სასამართლომ მათი საქმე აღარ განიხილა.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს გიორგი გაგლოევი ჟანდარმებმა ცხინვალში დაიჭირეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი მანიფესტით გაათავისუფლეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

იოსებ პავლეს ძე გობეჩია 1901 წელს მეორედ დაატუსაღეს.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასდროს მოუხდია პარტიული სასჯელი.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ მოუხდია ადმინისტრაციული სასჯელი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის სექტემბერში ჩეკას ციხის ტუსაღი ვასილ დავითაშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

1873

ტიპი: ნასამართლეობა

1873 წლის 6 დეკემბერს დავით კეზელმა, ალექსანდრე მაჭარაშვილმა და სტეფანე ჭრელაშვილმა, რომლებიც მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საკადრისად არ მიესალმნენ, განაჩენის გამოტანამდე 3 თვე მეტეხის ციხეში გაატარეს.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე რექტორ პავლე ჩუდეცკიზე თავდასხმის გამო 3 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საქართველოში ჩამოსული ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლოზე ბენია ჩხიკვიშვილს 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს გურული ტერორისტების შიშით „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, ბენია ჩხიკვიშვილისა და „მთავრობის“ სხვა წევრების გასამართლება ოდესაში გადაწყვიტეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში დაპატიმრებული ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე გურიიდან თბილისში წაიყვანეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში გურიაში ჩასულმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ გუბერნატორი სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძე დააპატიმრეს.