ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46294

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი იოანეს ძე ქარჩავა 1917 წელს დაარსებული ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვერა ბესარიონის ასული დოლბაია 1917 წელს დაარსებული ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კაპიტონ ხარიტონის ძე ძანძავა 1917 წელს დაარსებული ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გრაფიკული ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის შერეული გიმნაზიის დირექტორისა და ინსპექტორის დანიშვნის შესახებ და დაადგინეს: ილია ფერაძე დაინიშნოს დირექტორის, მარიამ ლომინაძე კი – ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ თადეოზის ძე სასანია 1917 წელს დაარსებული ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლის, გ. შილაკაძისთვის საშუალო სასწავლებელთა ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების შესახებ. მას უარი უთხრეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული ივანე ამბაკოს ძე როყვა მუშაობდა 1917 წელს დაარსებული ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის კელენჯერიძის ამ თანამდებობაზე დამტკიცების საკითხი და დაამტკიცეს შტატების მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე დიმიტრი დუმბაძისთვის ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების საკითხი განიხილეს. სხდომის წევრებმა დუმბაძის პროფესიული უნარების შესამოწმებლად კომისიის შექმნა გადაწყვიტეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ლაგოდეხის გიმნაზიის გაეროვნების შესახებ. დაადგინეს, ადგილობრივ საკითხთა გამოსარკვევად ლაგოდეხში გაიგზავნოს თელავის გიმნაზიის მასწავლებელი დ. ქადაგიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სოსტატო სემინარიის კურსდმთავრებული მიხეილ პეტრეს ძე პატარაია 1916 წელს დაარსებული ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მღვდელი კონსტანტინე პეტრეს ძე ჯაკობია 1916 წელს დაარსებული ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი განსვენებული მასწავლებლის, მათიშვილის ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. თხოვნა დაკმაყოფილდა იმ თანხიდან, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა უბედური შემთხვევების დროს დახმარებისთვის უნდა გაეცა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებული ანა დიმიტრის ასული პატარაია 1916 წელს დაარსებული ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია 1916 წელს დაარსებულ ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული პართენი ზოსიმეს ძე კუკავა 1916 წელს დაარსებული ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მელანია ლევანის ასული ბეშია 1916 წელს დაარსებული ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანდრონიკ გაბოს ძე ლატარია 1916 წელს დაარსებული ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პეტრე მელიქიშვილი, პროფესორი იოსებ ყიფშიძე, კავკასიის მუზეუმის დირექტორი ნოე ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი კავკასიის მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: გადაკეთდეს საქართველოს მუზეუმად და ასევე ეწოდოს; მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების შედგენა დაევალოს მის დირექტორ ნ. მ. ყიფიანს და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გ. თაყაიშვილს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ესტატე ბესარიონის ძე შუშანია 1917 წელს გახსნილი ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ალექსანდრე სოფრომის ძე კვირკველია 1917 წელს გახსნილი ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებლის კურსდამთავრებული ნესტორ პეტრეს ძე ჭითავა 1917 წელს გახსნილი ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული კონსტანტინე ზაქარიას ძე გობეჩია 1917 წელს გახსნილი ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ღენტორ დავითის ძე თოდუა 1917 წელს გახსნილ ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.