ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51946

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ევგენია სარაჯიშვილის წარდგენილ N43 ყულაბაში აღმოჩნდა 4. 24 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გიორგი იოსელიანმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე აბაშიძემ და ივანე რატიშვილმა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა 16 და 17 მაისს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობისა და ბაზრობის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 2566. 99 მანეთი, გასავალი – 1157. 47, მოგება – 1409. 52 მან. გამგეობამ მონაცემების გაზეთებში დაბეჭდვა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის ოქმის მიხედვით, 16-17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა სეირნობა და ბაზრობა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს გიორგი ყაზბეგმა მოხსენებაში აღნიშნა გამგეობის წევრების დადგენილება, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიაში უწესრიგობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოებები: მაღაზიას ანგარიშის წესი განსაზღვრული არ ჰქონდა, მას გამგეობა არ აკონტროლებდა და იმ პირებს, რომელთაც მაღაზიის საქმე ჰქონდათ მინდობილი, იურიდიული პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღებას აქცევდა, სკოლაში დარიგებულ წიგნებს მოსწავლეები გაფრთხილებოდნენ. მან რამდენიმე ეგზემპლარი აჩუქა ძალიან ღარიბ, მაგრამ კარგი ყოფაქცევის და ბეჯით მოსწავლეებს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მოსწავლეები საახალწლოდ 21 დეკემბერს დაითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულმა საიჯარო განყოფილებამ იანვრიდან სახლის ქირის, 15 000 მანეთის, ყოველთვიურად გადახდა სთხოვა. გამგეობამ ქირის მომატებული ტარიფით გადახდა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ კონსტანტინე ნატროშვილის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი ღარიბი იყო, ხოლო 17 მათგანს საერთოდ არ შეეძლო საკუთარი ხარჯით სასწავლო ნივთებისა და წიგნების შეძენა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების მუზეუმის ათი ათას მანეთად დაზღვევა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ საზოგადოების მუზეუმი დაეზღვიათ წიგნსაცავის დაზღვევის მსგავსად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ყიფშიძის ჰონორარის საკითხი. მას უნდა დაეწერა პუშკინის ბიოგრაფია, რომელიც დაიბეჭდებოდა პუშკინის თხზულებებთან ერთად. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძისთვის 15 მანეთის მიცემა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხის ანგარიში 495. 56 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც „ივერიის“ რედაქციისთვის უნდა გადაეცათ 8. 64 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხების ხარჯთაღრიცხვა 387. 21 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილისთვის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონში ნახევარი წლის საფასურის – 12 მანეთის გადახდის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში პუშკინის იუბილესთვის დაფნის გვირგვინის დასამზადებლად 4 მანეთის გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა: პირველიდან 14 ივნისამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1076. 27 მანეთი, ხარჯი – 740. 25. 14 ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18760. 69 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრებაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსის ჩატარების მომხრეებს სამსონ ფირცხალავამ შეახსენა, რომ ეს მეტად ძვირი საქმე იყო და მაგალითად მოიყვანა ფ. შოპენის ძეგლისთვის გამოცხადებული კონკურსი, რისთვისაც პოლონელებს 5000 მანეთი ჰქონდათ გამოყოფილი.

1908

ტიპი: ავტორობა

პეტრე სურგულაძემ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს შეახსენა, რომ როცა ფ. შოპენის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსი გამოცხადდა, პოლონელებმა მოითხოვეს, ავტორი უსათუოდ პოლონელი ყოფილიყო. მომხსენებლის აზრით, ასევე უნდა მოქცეულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაც – ქართველისთვის უნდა მიენდო ილიას ძეგლის გაკეთება. ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირა კრების მონაწილეთა უმეტესობამ: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, გიორგი გვაზავამ, ლუარსაბ ბოცვაძემ, სამსონ ფირცხალავამ. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ივანე გომელაური.

1908

ტიპი: ავტორობა

სამსონ ფირცხალავამ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პოზიცია: ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთება უნდა მიენდოთ იაკობ ნიკოლაძისთვის, როგორც ქართველი მხატვრისთვის, რადგან ძეგლის დადგმას ორი მიზანი ჰქონდა: ილიას პატივისცემა და ქართული ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმის მიხედვით, სამსონ ფირცხალავამ კრებას შესათავაზა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვა: 1. საჭირო იყო თუ არა ილიას საფლავზე ძეგლის დადგმა. 2. ძეგლი იაკობ ნიკოლაძის მოდელის მიხედვით გაკეთებულიყო თუ სხვა მოქანდაკისთვის მიენდოთ ეს საქმე. 3. რა სახსრებით უნდა გაკეთებულიყო ძეგლი.

1907

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე მისულ დელეგატთა კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში მიიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები. ოქმს ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.