ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 იანვარს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანებით 1-ლი სექტემბრიდან გიორგი გიორგიძე დამტკიცდა ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 იანვარს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანებით 1-ლი სექტემბრიდან გიორგი გიორგიძეს მიენიჭა საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდება ისტორიაში. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს, რომ საბუთებთან ერთად ეგზავნებათ აღნიშნული გიმნაზიის ინსპექტორ გიორგი გიორგიძის ნამსახურეობითი სიაც. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის მაგიერ ალექსანდრე მიქაბერიძე, მდივანი გ. მებუკე, საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი გიორგიძე სამსახურში გამოუცხადებლობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების მინისტრ ნოე რამიშვილს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძე ისტორიის მასწავლებლად დამტკიცდა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან, თუმცა სამსახური 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო. ის მინისტრს სთხოვს, გიორგიძეს ნამუშევარი ჩაეთვალოს და თანამდებობაზე 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დამტკიცდეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნ. გოგელია დამრიგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნათ, რადგან მას ძალიან მცირე ჯამაგირი ჰქონდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აპრილს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროდან მიიღო ნებართვა, რომ ნ. გოგელია 1-ლი კლასის დამრიგებლად დაენიშნა და მისთვის დამრიგებლის კუთვნილი ჯამაგირი მიეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, მთავარგამგე ვარლამ ძიძიგურისთვის ეცნობებინა, რა საგნის სპეციალისტი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, რომ თავისი ცენზის შესახებ საბუთები წარედგინა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს სთხოვა, თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსთან ეშუამდგომლა, რათა მათ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 2 500 მანეთი გადაერიცხათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი (საქმისმწარმოებელი მამაცაშვილი) სახალხო განათლების სამინისტროს ატყობინებს, რომ 1919 წლის 10 მაისს გაუქმებული კორპუსის დროშა ჩაიბარა სამხედრო-ისტორიული არქივის გამგემ, გენერალმა ესაძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ივანე გაჩეჩილაძემ თხოვნით მიმართა სამინისტროს, რომ ნება დაერთოთ პედაგოგების მოწვევისა, ვინაიდან გაკვეთილების გადანაწილება რეალური სასწავლებლის პედაგოგებს შორის შეუძლებელი იყო. მათ სურდათ რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მოეწვიათ ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი (I - III კლ.), ხოლო ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკი (I - IV კლ.).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთვარგამგეს მისწერა, რომ ნატალია ბარანნიკის საბუთები იყო პეტროგრადში, სადაც ის 1915 წელს ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა სამინისტროს სთხოვა, რომ მისთვის დაებრუნებინათ პეტრე გნოინსკის ნამსახურეობითი სია.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი, ყოფილი კლასის დამრიგებელი, დაეშვათ. ხელს აწერენ დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს განათლების სამინისტროს დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ ალექსანდრე წერეთელს, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ უფროსი ქალი თამარ ჯავახიშვილი დროებით ქალთა ინსტიტუტის გამგედ დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტრომ იაკობ ღულაძეს მისწერს, რომ 1919 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის თავისუფლად დაქირავებულ მუსიკის მასწავლებლად დაინიშნა ვ. ა. გონსიორსკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს კირილე არველაძეს აცნობეს, რომ ნება ეძლეოდა მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან თავისთვის გამოეწერა ოთხი გაკვეთილის ანაზღაურება – 75 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად დამტკიცდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, 6-დან 12 იანვრამდე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ის ქუთაისის მაზრის სოფელ ჭაგანში პირადი საქმეების გამო უნდა წასულიყო. მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებდა სემინარიის მასწავლებელი ვასილ პატარაშვილი. ხელს აწერენ სემინარიის დირექტორი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ სექტემბერს სემინარიის დირექტორ კირილე არველაძეს ბორჯომიდან მისწერეს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში.