რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: გიორგი სულთანიშვილი, ნიკოლოზ გულივერდაშვილი, იულონ ქელბაქიანი და ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მაისში კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსმა კირილე იანოვსკიმ და მისმა თანაშემწემ ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი შეამოწმეს და სკოლის მმართველ მოსე ივანეს ძე ნათაძეს შენიშვნა მისცეს, რადგან არითმეტიკა და გეოგრაფია ქართულად ისწავლებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისამ სურამის სახალხო სამკითხველოს 16 მანეთი შესწირა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის კარდენახში, გურჯაანში, ველისციხესა და ანაგაში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას (თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია) შემოსავალი — 2358.02, ხოლო გასავალი 1099.44 მანეთი ჰქონდა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1258.58 მანეთი იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ წინარეხის სკოლის გარდა პროტოკოლში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებაც. პროტოკოლის დამტკიცებამდე მდივანმა ეს შესწორება შეიტანა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ ივლისს გიორგი ლასხიშვილმა დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს პირველიდან ბოლო კლასამდე მშობლიურ ენაზე მხოლოდ რამდენიმე სასწავლებელში ასწავლიდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლებლების გაეროვნულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ გადამზადების სპეციალურ კურსებზე პედაგოგებს სხვა საგნებთან ერთად ფსიქოლოგია და ლოგიკა, პედაგოგიკა და პედაგოგიურ მოძღვრებათა ისტორია, ენათმეცნიერების შესავალი და მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ისტორია უნდა მოესმინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს საშუალო სკოლების ნაციონალიზაცია დასავლეთ საქართველოს ყველა სკოლის პირველ ოთხ კლასში ფაქტობრივად განხორციელდა, აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში კი ამის შესაძლებლობა მხოლოდ საანბანო და პირველ მოსამზადებელ კლასში გაჩნდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის დადგენილება არჩილ ჯორჯაძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიების გამოცემის შესახებ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 10 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიგო მიხეილის ძე წულუკიძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიის აგენტად დანიშვნა ითხოვა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 17 იანვარს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, 1916 წლის 23 ოქტომბრიდან ამოქმედდა, წლის ბოლომდე 5 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ნინო ალექსის ასული თურქიასი, ვასასი ტატიშვილისა, ს. მახარაძისა და გიორგი შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან 4-ს დაესწრნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავასი, იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, ლავრენტი ესვანჯია და დავით ქაიხოსროს ძე მეძმარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან ყველას დაესწრნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე აუმ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, 40 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობამ 16 სხდომა ჩაატარა. სხდომებიდან სილიბისტრო ხუნდაძე დაესწრო 14-ს, ანეტა გლახუნის ასული ავალიანისა – 12-ს, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე – 6-ს, პავლე ლუკას ძე წულაია – 3-ს, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე – 15-ს, რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე – 10-ს, ივანე გიორგის ძე კიკაბიძე – 11-ს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ივანე მიხეილის ძე გომელაურსა და ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას განუცხადა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ საბუთს კრებაზე ვერ წაიკითხავდა, მათ ამ საბუთების ნახვა კანცელარიაში შეეძლოთ. ნოე ჟორდანიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო რევიზორების აზრი ანგარიშში სიტყვა-სიტყვით არ იყო აღნიშნული.
1916
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს კნეინა ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის პირველი ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისში იაფი სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა და მის მმართველად ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა დანიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძემ კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს სთხოვა, კრებაზე ანგარიშიდან სრულად წაეკითხათ ცნობები საზოგადოების კუთვნილი ბიბლიოთეკების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სამუზეუმო სექციის მოხსენების თანახმად ძველი წიგნების თანხა ძველი ხელნაწერების დასაბეჭდად იყო გადადებული.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ გამგეობას ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ქარვასლის გამგე-კომისიას თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკისთვის ქირა შეემცირებინა. გამგეობამ უპასუხა, რომ კომისიას ამ თხოვნით ბევრჯერ მიმართეს და ყოველთვის უარს იღებდნენ.