ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44636

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ელეგია“.

1859

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ციურნი ხმები“.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ჰაინრიხ ჰაინეს „ლამენტაციების“ (კერძოდ, „ბედნიერების“) გავლენით პეტერბურგში დაწერა ლექსი „სიხარული“.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859-98 წლებში ლუკა მათეს ძე ბახტაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1859 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გაიცნო გენერალ ილია ჩაიკოვსკის ოჯახი.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო სოფლის მეურნეობის გამოცდას, ამიტომ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა ინსპექტორს, ფიცტუმ ფონ ეკშტეტს, თხოვნით მიმართა, საპატიოდ ჩაეთვალათ 28 მაისს გაცდენილი გამოცდა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 28 აგვისტოს სამ­თი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ნიკოლოზ ბერის ძე კახეთელიძე გარდაიცვალა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860-1896 წლებში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი იყო.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა – თეიმურაზ ჭავჭავაძე.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი „პოეტი“.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ზაფხულის არდადეგების გასატარებლად პავლოვსკში ჩავიდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა უსათაურო ლექსი („მესმის, მესმის სანატრელი...“), რომელიც ეძღვნება იტალიის გამათავისუფლებელ მოძრაობას ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი სათაურით „ჩ...სას“ („უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...“), რომელიც ეძღვნება მის სატრფოს, პეტრე ჩაიკოვსკის დას, ალექსანდრა (საშენკა) ჩაიკოვსკაიას.

1860

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძე პავლოვსკიდან პეტერბურგში დაბრუნდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი „ჩემო მკვლელო“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში...“

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „მძინარე ქალი“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა უსათაურო ლექსი „მას აქეთ, რაკი...“

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა კრიტიკული წერილი „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა."

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მიხეილ ლერმონტოვის „ჰაჯი-აბრეკის“ ილია ჭავჭავაძისეული თარგმანი.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „წუხილი“.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ არჩილ ანდრონიკაშვილისაგან ვალების გასასტუმრებლად ხუთასი მანეთი ისესხა.