ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45975

1886

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ უილიამ შექსპირის პიესა „ჰამლეტი“ მესამედ პირდაპირ ინგლისურიდან ლექსად თარგმნა ივანე მაჩაბელმა. ეს თარგმანი 1886 წელს დაიბეჭდა გაზეთ „თეატრში“, შემდეგ კი ცალკე წიგნადაც გამოვიდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1885-1886 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე 13-ჯერ თავმჯდომარეობდა, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია – 12-ჯერ, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი – 3-ჯერ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე – 3-ჯერ, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე – 2-ჯერ.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით ი. ერისთავი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ივერიის“ გაზეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით სტამბურად ნაბეჭდი წერილი გაუგზავნა იმ პირებს, ვისთან თანამშრომლობასაც ისურვებდა. მათ შორის იყვნენ: ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეგნატე იოსელიანი, მიხეილ მაჩაბელი და ალექსანდრე ყაზბეგი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის პირველ იანვარს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძე თავის ბენეფისზე კოტე სიმონის ძე მესხთან ერთად ილია ჭავჭავაძის თხზულებას „დედა და შვილს“ წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძის ბენეფისზე გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის იანვარს ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა მხატვარ ალექსანდრე ბერიძის მიერ შექმნილი ქართველი პოეტებისა და მწერლების პორტრეტები, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ესტუმრა, სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და თავისთან სახლში მიიპატიჟა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა მასწავლებელ ქალთა საზოგადოება დააარსა და 30 წელზე მეტი მისი თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს ლაიფციგში დაბეჭდილ კრებულში „Georgische Dichter” იყო ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსიც.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს ილია ჭავჭავაძის ლაიფციგის კრებულში შესული რამდენიმე ლექსი უთარგნია არტურ ლაისტს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-98 წლებში ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე სოფ. ზოვრეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ალოიზ მიზანდარის, ხარლამპი სავანელისა და კონსტანტინე ალიხანოვის დაარსებული მუსიკალური სკოლა სამუსიკო სასწავლებლად, 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული იყო ოზურგეთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა, ექიმებმა მას თბილისის აბანოებზე სიარული ურჩიეს.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს „ივერიის“ რედაქციის მუდმივი წევრები იყვნენ: გიგო ყიფშიძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ილია ბახტაძე, სოფრომ მგალობლიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ილია ხონელის „ივერიაში“ დასაბეჭდ ფელეტონებს ილია ჭავჭავაძე იწუნებდა და ისე ცვლიდა, რომ ავტორის მხოლოდ აზრიღა რჩებოდა, ამიტომ მან ქართული ფელეტონების წერას თავი დაანება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს სოფრომ მგალობლიშვილი სასწავლებელში გამოცდების დასრულების შემდეგ გორიდან თბილისში ჩამოვიდა და „ივერიის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გიგო ყიფშიძემ სოფრომ მგალობლიშვილს გორში მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ თანამშრომელთა ხელფასი 5 თუმნამდე გაზარდა და ზაფხულში თბილისში ჩასულიყო სამუშაოდ.