ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44984

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 ნოემბერს ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ აჭარაში ხალხი ვერ გრძნობდა სწავლა-განათლების საჭიროებას და სკოლის დროებით დახურვას ითხოვდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძალიან მოეწონა მისი წინადადება, ძველი წიგნების, კერძოდ „ვისრამიანის“, გამოცემის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 ნოემბერს გამგეობის წევრმა იონა მეუნარგიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება თონეთის სკოლის გახსნის თაობაზე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გააცნო ილია ოქრომჭედლიშვილის წინადადება ძველი წიგნების გამოცემის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობით, 1881 წლის ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სასწავლებელში 85 მოსწავლე ქალი და ვაჟი სწავლობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ისიდორე ჭანტურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ კირცხის სკოლისთვის საჭირო იყო სახელმძღვანელოები – „დედა ენა“, „როდნოე სლოვო“ (I ნაწილი), ასევე საანგარიშო და მათემატიკის უჯრა. გამგეობას იმდენი სახელმძღვანელო უნდა გაეგზავნა, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „იმერული „დანოსები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ჟურნალ ივერიის №11-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ქვეყანა ვისია?...“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენის ქართულის თეატრის საქმე ...“. ეს სტატია მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული თეატრი, წერილი მეორე“, ხოლო ოცტომეულში – „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს თონეთში სკოლის გახსნის შესახებ მისწერა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათუმის სკოლა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ყლურწის ფსევდონიმით დაბეჭდილ იუმორისტულ ფელეტონში „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო უჩივის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამის „მერიმა ანუ ბოსნიელები“ პირველი ნაწილი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ქართული თეატრის მსახიობმა ვლადიმერ მესხიშვილმა მის მიერ შესრულებული როლებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ქართული თეატრის მსახიობი ბაბო ხერხეულიძე იმდენად არაენერგიულად და სუსტად თამაშობდა სცენაზე, რომ ის ძლიერი დრამატული როლების თამაშს ვერ შეძლებდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული თეატრის მსახიობი კოტე მესხი, განსხვავებით სხვა მსახიობებისგან, ახალ როლებს განსხვავებულად და საინტერესოდ თამაშობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. ნორიოს სკოლის მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძეს გაუგზავნა დადგენილება, კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ხუციშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N86.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაბა ვანის სკოლის მასწავლებელ ფელიპე მიხაილის ძე ტეტუნაშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებელ სოფრონ ბერულავას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N99.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კირცხის სასწავლებლის პედაგოგ ისიდორე ჭანტურიას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, ბრძანება N30.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ენისლის სკოლის მასწავლებელ პ. ხატიევს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N93.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელ ფ. მატკავას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე ნატროშვილს სკოლის მდგომარეობის შესახებ დადგენილება გაუგზავნა.