ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43074

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს თეოფილე კანდელაკი სოფელ ქვემო მაჩხაანის სკოლის პედაგოგი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878-1900 წლებში მოსე ჯანაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მუშაობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მდებარე სოფლებისა და ქალაქების სახელწოდების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“ და წიგნიდან „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მცხოვრებ თავადზანაურთა გვარებისა და მათი დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში- ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ალექსი ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით 1878 წელს გამოუშვებდნენ ახალ გაზეთს „სასოფლო გაზეთი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი პეტრე უმიკაშვილი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ გიორგის ძე კარბელოვის მიერ აღწერილი გორის მაზრის სოფელ ჭალის ღვთისმშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) იუწყება, რომ სიღნაღიდან მიიღეს ინფორმაცია, მაზრის მმართველი როგორ ცდილობდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობისთვის ახსნას, რომ მათი ხმა საჭირო და აუცილებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კანონის შემოღება ურმის ბეგარის თაობაზე ბევრი ჭირისა და განსაცდელისგან იხსნიდა გლეხებს, რადგან ეს ბეგარა მხოლოდ მამასახლისების ჯიბეებს ავსებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხები და საიჯარო მამულები“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კახეთის თითოეულ სოფელში მოსახლეობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიხსნა არაერთი სკოლა, რაც ძალზედ სასიხარულო ფაქტი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავში ძალიან გახშირდა ქურდობა და ავაზაკობა, პოლიცია კი ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ-მაიორს, განჯის გუბერნატორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში, ასევე „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილმა, ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა და ელენე ქრისტეფორეს ასულმა მუსხელიშვილმა ითხოვეს, რომ ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის განცხადება, რომ მზად იყო გამხადრიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის რიგიან სწავლასა და განათლების მიღებაში დახმარება იყო.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გენერალ-მაიორი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ერთ-ერთმა თავადიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით დახმარებოდა მოსახლეობას გზის დაგებაში, სკოლისა და საამხანაგო ბანკის დაარსებაში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოება აპირებდა დაებეჭდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება და გაზეთის მეშვეობით სთხოვდნენ მოსახლეობას, რომ თუ ვინმეს სახლში მოეპოვებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი, თხზულება ან სხვა სახის ჩანაწერი მიეწოდებინათ „ივერიის“ რედაქციისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით კახელები გიორგი ჯორჯაძეს შესჩიოდნენ, რომ კახეთში ჩამოსული დიდოელები, რომლებმაც მორჩილება გამოთქვეს, იარაღით დადიოდნენ ქუჩებში.