ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკას ასწავლიდა ნიკო მაღრაძე.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის საზაფხულო არდადეგების დროს ფესვის ამოღება შეასწავლა უფროსმა ძმა რომანოზმა იაკობ ფანცხავას.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მესამე სექციას დაევალა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებზე მუშაობა. სექციის თავმჯდომარე იყო მ. გრიგორაში, წევრები – პავლე თუმანიშვილი, კირილე ლორთქიფანიძე, ნ. წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეორე სექცია განიხილავდა იურიდიულ საკითხებს. მისი თავმჯდომარე იყო ნ. პ. პრინცი, წევრები – დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ანდრია მიხეილის ძე ერისთავი, ალ. ქოჩაქიძე და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა = სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეოთხე სექციის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნიის ინჟინერი, წევრები – ნიკო ნიკოლაძე და დავით ხელთუფლიშვილი.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში ნოე ჟორდანიას მთავრობამ ბოლშევიკები ციხიდან გაათავისუფლა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ციმბირში სამუდამოდ გადასახლებულმა თედო სახოკიამ მოახერხა გაქცევა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს სახოკიას საქართველოს სოცუზრუნველყოფის კომისარიატიდან ყოველთვიურად პერსონალურად ეძლეოდა 30 თუმანი.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას ჰყავდა ქალიშვილი, თინა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას ჰყავდა ვაჟი, ვახტანგი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიამ შვილებთან ერთად სამი ძმისწული გაზარდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე თედო სახოკიას მამას სურდა, იგი ტრაპეზის მსახური გამოსულიყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე თედო სახოკიას ტრაპეზის მსახურად გახდომა ჰქონდა განზრახული, მამამისის სურვილისამებრ.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკია ძველებური ენერგიით განაგრძობდა სალიტერატურო მოღვაწეობას.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა პაპა, მარკოზ სახოკია.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებელი, პოლონელი ქალი, რუსულად ასწავლიდა მას.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებლის შემდეგ, რუსულად წერა-კითხვას ასწავლიდა რუსი პოლკოვნიკის, ალექსანდროვიჩის და.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში, სადაც თედო სახოკია იყო მიბარებული, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში თედო სახოკიას თანატოლი ბავშვებიდან ყველა რუსი იყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873-1876 წლებში, სოხუმის მთიელთა სკოლაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გაკვეთილების შემდეგ თანატოლ რუს ბავშვებს სამხედრო ვარჯიშებს უტარებდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს თედოს სახოკიასთვის ქართული ენის სწავლება მამამისმა ტიმოთემ თავის დიაკვანს, დიმიტრი ჭალაგანიძეს მიანდო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს რუსეთ-ოსმალეთს ომის დაწყების შემდეგ თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან ხეთაში თედო სახოკიას მამაც. ფოთამდე თედოს ოჯახმა იმგზავნრა გემით „მახვილი“. იქიდან პატარა ორთქმავლით „ბაბუშკა“ მდინარე რიონით ძველ ქალაქ ფოთში წამოვიდნენ. ფოთიდან მატარებლით მივიდნენ სენაკამდე, ხოლო იქიდან კი ფურგონით − თედოს დედულეთში, სოფელ ხეთაში.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას უშინსკის „Родное Слово“ შეასწავლეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სააღდგომოდ სემინარიის პანსიონში რჩებოდნენ უსახლკარო და უდედმამო მოსწავლეები ან ისინი ვისაც სამგზავრო ფული არ მოეპოვებოდა.