რეგისტრირებული ფაქტები45138
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ივანე მიხეილის ძე გომელაურსა და ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას განუცხადა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ საბუთს კრებაზე ვერ წაიკითხავდა, მათ ამ საბუთების ნახვა კანცელარიაში შეეძლოთ. ნოე ჟორდანიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო რევიზორების აზრი ანგარიშში სიტყვა-სიტყვით არ იყო აღნიშნული.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ეკატერინე დიმიტრის ასული ფურცელაძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი გორში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურულისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ცხინვალში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ბაბილინა ვახტანგის ასული ბებურიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სენაკში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და სილოვან თომას ძე ხუნდაძე იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ბეჟან დავითის ძე წერეთელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი საჩხერეში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე გიორგის ძე რატიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ბაქოში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი (მაჭაროვი) იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ფოთში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან სამსონ გიორგის ძე ყიფიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ძველ სენაკში.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ განაცხადა, რომ რადგან წიგნის გამოცემის საქმე შესუსტდა და ამხანაგობები არაფერს ბეჭდავდნენ, საჭირო იყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი წიგნი გამოეცა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 27 იანვარს იასონ ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 17 იანვარს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 10 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიგო მიხეილის ძე წულუკიძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიის აგენტად დანიშვნა ითხოვა.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა განაცხადა, რომ რევიზორის მოწვევის ნაცვლად აჯობებდა, მდივანს შეცოტავებოდა საკანცელარიო საქმეები, ანაზღაურება მომატებოდა და მუდმივი რევიზორობაც მას დაჰკისრებოდა. წლის ბოლოს სკოლების სარევიზიოდ გამგეობის ერთ-ერთი წევრი გაჰყვებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ წინარეხის სკოლის გარდა პროტოკოლში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებაც. პროტოკოლის დამტკიცებამდე მდივანმა ეს შესწორება შეიტანა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ოლგა იოსების ასული მიქელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ყარსში.