ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41868

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შალვა ანტონის ძე მიქელაძე ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად წარადგინა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს პეტრე მამრაძემ თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ აღარ ყოფილიყო ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელი პირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების მისამართით ფოსტით გაგზავნილ კორესპონდენციებზე ვექილობა მიანდო.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე და ივანე გედვენის ძე გომართელი გრიგოლ დადიანის პრემიის სამწერლო კომისიის წევრებად აირჩიეს (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილი, კალისტრატე ცინცაძე და სერგი გორგაძე აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საისტორიო კომისიის წევრებად (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 14 იანვარს იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ საკუთარი სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა დატოვა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ნინო ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავს ანებებდა ქალთა კომისიის წევრობას.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრობას ნიკო ცხვედაძე ასრულებდა.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წელს ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკოლოზ მთვარელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების კომისიის თავმჯდომარე იყო. ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი – ამავე კომისიის წევრები.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წლის 25 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილმა სარევიზიო კომისიის წევრობისგან განთავისუფლება სთხოვეს.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ნიკო ცხვედაძე.

1900

ტიპი: სტატუსი

ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე 1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკო ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ექვთიმე (ესტატე) პლატონის ძე ელიაშვილი თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საისტორი-საარქეოლოგიო სექციას მიმატებოდა ახალი წევრი – სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გურია-სამეგრელოს საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი ალექსანდრე ყიფშიძე მსახიობ – ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს უნდა დასწრებოდა.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დროებით გამგეობის თავმჯდომარეობა დაეკისრა.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე-გორლენკო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.