ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს, ხოლო საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დაიკავა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ლ დეკემბერს ექიმმა ვახტანგ მუსხელიშვილმა პაციენტების მიღების საათებზე (12-2 სთ.) განცხადება გააკეთა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ კერძო სამკურნალო დაწესებულების სახელით ექიმი ა. დ. ალექსიძე აქვეყნებს განცხადებას, რომ ავადმყოფებს ყოველდღე იღებენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 24 მარტს ივლიანე გვადის ძე გაბუნიას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 6 აგვისტოს თამარ გაჩეჩილაძემ, ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელმა, ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე გარსიაშვილს თელავის ვაჟთა გიმნაზიის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: სტატუსი

ალექსანდრე წერეთელი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა სარევოლიუციო პარტიის ფედერალური საბჭოს დადგენილებით რუსეთის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ კანდიდატად იქნა წამოყენებული.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს უმაღლესი ბრძანებით გადაეცა კოლეჟსკი ასესსორის ხარისხი. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს 1913 წლის 14 იანვრის N3 უმაღლესი ბრძანებით (მართლმ. სარწმ. უწყ.) გადაეცა ნადვორნი სოვეტნიკის ხარისხი უფროსობით 1912 წლის 1-ლი აპრილიდან. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი პოლიტიკური მრწამსით კონსტიტუციური დემოკრატი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი სარწმუნოებით გრიგორიანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 1-ელი ივნისიდან ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძეს საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ირაკლი კალანდარიშვილი სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: სტატუსი

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე სოციალური წარმოშობით გლეხი იყო.

1922

ტიპი: სტატუსი

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე მირიანაშვილი იყო გლეხი.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით იასონ კერესელიძე ყოფილი აზნაური იყო.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით კონსტანტინე აფხაზი იყო ყოფილი თავადი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ ტაბატაძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში ივანე კურცხალია იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში ნესტორ წერეთელი იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, გიორგი გუჯეჯიანი იყო თავადი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ალექსანდრე წერეთელი იყო თავადი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ვიქტორ მელიქიშვილი იყო გლეხი.