ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ წარმოშობით იყო აზნაური.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დუტუ მეგრელი მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ სამეცნიერო ხარისხი არ ჰქონდა.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახი სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდა.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წლის ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ იგი სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ იგი ეროვნებით იყო ქართველი.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს არტემ ახნაზაროვი მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მას არანაირი სამეცნიერო ხარისხი არ ჰქონია.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს ივანე მაჭავარიანი მწერალთა კავშირის წევრის პირად ბარათში აღნიშნავს, რომ იყო აზნაური.

1939

ტიპი: სტატუსი

1939-1945 წლების სამამულო ომის დროს თედო სახოკია არასამხედრო ვალდებული იყო ასაკის გამო.

1939

ტიპი: სტატუსი

1939 წელს არტემ ახნაზაროვი არ იყო სამხედროვალდებული.

1929

ტიპი: სტატუსი

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მოსე ჯანაშვილის მამა, გიორგი ჯანაშვილი იყო ღარიბი ინგილო გლეხი.

1929

ტიპი: სტატუსი

1929 წლიდან პენსიაზე გასვლის შემდგომ იაკობ ფანცხავა საშუალო შეძლების პირად ითვლებოდა ყოველდღიური საპენსიო თანხის გათვალისწინებით.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ ტაბატაძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში ივანე კურცხალია იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში ნესტორ წერეთელი იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, გიორგი გუჯეჯიანი იყო თავადი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ალექსანდრე წერეთელი იყო თავადი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ვიქტორ მელიქიშვილი იყო გლეხი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად ალექსანდრე მაჭარაშვილი იყო სასულიერო წოდებიდან.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო აზნაური.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით იასონ კერესელიძე ყოფილი აზნაური იყო.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით კონსტანტინე აფხაზი იყო ყოფილი თავადი.

1922

ტიპი: სტატუსი

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე სოციალური წარმოშობით გლეხი იყო.